თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
არუნაშვილი ანთიმოზი - იღუმენი.
2012 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით;
7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი), იღუმენი ბასილი (კაკიაშვილი), იღუმენი ზენონი (სანოძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -- მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (არუნაშვილი), მღვდელ-მონაზონი თადეოზი (მჭედლიშვილი), მღვდელ-მონაზონი იოსები (მაჩაიძე), მღვდელ-მონაზონი ონოფრე (კვინიკაძე); მიტრით -– დეკანოზი იაკობ ჩოჩნიძე, დეკანოზი კახაბერი ფირანიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - მღვდელი დავით ჯიშკარიანი.