თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ახრახაძე მოსე (ზურაბ) - მღვდელმონაზონი.
2010 წლის 22 აგვისტოს ბერად აღკვეცა. 29 აგვისტოს ბერდიაკვნად ხელდასხმა.
22 აგვისტოს უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზურაბ ახრახაძე (სახელად ეწოდა ― მოსე) და გიორგი ურუშაძე (სახელად ეწოდა — ილარიონი).
29 აგვისტოს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბერი მოსე (ახრახაძე). ბერ-დიაკონი მოსე გორთაფონის მამათმთავართა სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.