თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ბაზერაშვილი გიორგი - მღვდელი.
2014 წლის 06 ივნისს, დიაკვნად კურთხევა.
6 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად - თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ვარკეთილის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დიაკონს, გიორგი ცაბაძეს; დიაკვნად –– თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, გიორგი ბაზერაშვილს. დიაკონი გიორგი თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში (ვაჟა ფშაველას გამზ.) იმსახურებს.