თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ბანძელაძე იაკობი - არქიმანდრიტი.
2006 წლის 19 ნოემბერს, იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა. 2007 წლის 04 დეკემბერს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.
19 ნოემბერს _ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი იაკობი (ბანძელაძე), მამკოდის მონასტრის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სვიმონი (სოხაძე) და მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე) იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბანძელაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) — მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად; ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) — მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.