სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.25 გიორგი VIII  1446 -1466 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე 3.25 გიორგი VIII  1446 -1466 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

3.25 გიორგი VIII 1446 -1466 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

გიორგი VIII (კახეთში — გიორგი I) — ქართლის მეფე 1446-1466კახეთისა — 1466-1476ალექსანდრე I დიდის ძე. მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს. ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკო ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-სამ არჩევანის დატკიცება. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0