სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ.  ყვარელი, კახეთი ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ.  ყვარელი, კახეთი

1830-1897 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჭავჭავაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

260       ბეჭდვა

ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ. ყვარელი, კახეთი

ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე დიდი ნიკო 22 ოქტომბერი, 1830-9 მარტი, 1897 ,


თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1892), კავალერიის გენერალი (1896), 1880-93 დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი და სამხედრო გუბერნატორი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1877); დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.


სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. 1850 წელს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს; 1853-1856წწ. ყირიმის ომში მონაწილეობდა; იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში; 1859 წელს დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და იგი კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მოახერხა აჯანყების ჩაქრობა; 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1892 წელს დანიშნეს გენერალ-ადიუტანტად; 1896 წელს მიანიჭეს კავალერიის გენერლის წოდება. თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი. 


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.379

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1891 - ალექსანდრე ნეველის ორდენი
1887 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
1887 - თეთრი არწივის ორდენი
1875 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
1871 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
1867 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
1864 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
1863 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
დაკრძალვის ადგილი: ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.02.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0