ბულაშვილი ბესარიონ დეკანოზი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 15 ფოტო

ბულაშვილი ბესარიონ დეკანოზი, თემქის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვარი ფოტო 2000-იანი წლები
ტაძრის კურთხევა
16 ოქტომბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) თბილისში, სანზონის უბანში აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი და პირველი წირვა აღავლინა. წირვაზე მან მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ იოანეს (ტოგონიძეს), რომელიც ამავე ტაძარში იმსახურებს. წირვის შემდეგ ახალნაკურთხ ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სავედრებელი პარაკლისი შეასრულა. რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით -- სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი. არქიმანდრიტის წოდებით -- ათენის უნივერსიტეტთან არსებული საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი, იღუმენი აბიბოსი (ტარიადისი); ბორჯომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი ანდრია (ტარიადისი). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი ტიმოთე წიკლაური, მღვდელი თავმას ესიტაშვილი და მღვდელი იოანე ბარკალაია.