ბუსკანაძე ექვთიმე ბერ-დიაკონის მღვდლად ხელდასხმა საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 14-19 სექტემბერი
საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6
ბერად აღკვეცა
27 მარტს, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: გულადი ბუსკანაძე (სახელად ექვთიმე უწოდა), მალხაზ თელია (სახელად გიორგი უწოდა) ნიკოლოზ შავერდაშვილი (სახელად იაკობი უწოდა).
საპატრიარქოს უწყებანი N14 3-9 მაისი 2007წ გვ. 5
29 აპრილს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი რევაზ ნაცვლიშვილი, ხოლო სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ ექვთიმეს (ბუსკანძე) – დიაკვნად დაასხა ხელი.
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 8
5 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ექვთიმეს (ბუსკანძე).
საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
1 ივნისს სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ძნელაძის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო), იღუმენი ეფრემი (კეზევაძე); წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (ბუსკანძე).