სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მართლმადიდებლური ტაძრები
ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი
ბმულის კოპირება

მართლმადიდებლური ტაძრები

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ყვარლის ცხრაკარა VIII-IX საუკუნე ყვარელი, კახეთი

ეკლესია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ყვარელში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ნატეხი ქვიშაქვით. დახურულია კრამიტით. ტაძარი მინაშენებთან შედარებით ფართო და მაღალია. მას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის მაღალი და ფართო თაღოვანი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით ამაღლებული. კამარასა და აბსიდის თაღს შორის შუბლია გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელთან აგურით ნაგები გვიანი პერიოდის ტრაპეზია. დასრულებულია კამარით, რომელიც ტაძრის დასავლეთ კედელზე, კარის აქეთ-იქით მიშენებულ პილასტრებზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ ნაწილში შეკიდული საბჯენი თაღებით გამოყოფილია გეგმით კვადრატული სივრცე, რომელსაც კამარა ხურავს.

2018 წელს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ფოტოს ავტორი - ჯარჯი მაღრაძე-წუნდელი 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 15.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0