სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ზუგდიდი სამეგრელო კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ზუგდიდი სამეგრელო კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ზუგდიდი სამეგრელო
ბმულის კოპირება



ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ზუგდიდი სამეგრელო


კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთის­მშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მერვე კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.

კორცხელში ლევან II დადიანის (1611-1657) მიერ შეწირულ მაცხოვრის ხატს აქვს 1640 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ნათქვამია: „კოცხერისა ღთის მშობელო, რომელთა სასოებითა და სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით. ხოლო სოფლისა ჟამთა ვითარებისაგან ჯერეთ სრულად ვერ ხელვყავით საყდრისა ამის აშენებისა და დახატვისა მეტი, ამა ვითარებასა შინა... მიიცვალა... თანა­მეცხედრე ჩვენი დედოფალთ დედოფალი ნესტან-დარეჯან. ჩვენ მას უკან, რაცა წმიდასა ეკლესიასა მოუნდების გავაწყვეთ და გავარიგეთ... შევსწირეთ ჯვარსა წმიდასა გოლგოთას...”წყაროები კორცხელის ეკლესიის „აღშენებას” და მის მოხატვას ლევან II დადიანს მიაწერენ. კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის. ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო (ი. ანთელავა). მისივე თაოსნობით 1643 წელს ნიკოლოზ ირუ­ბაქიძე-ჩოლოყაშვილს საფუძვლიანად განუახლებია ჯვრის მონასტრის მხატვრობა, სადაც მთავრის, მისი მეუღლის – ნესტან-დარეჯანისა და მათი შვილის პორტრეტები ყოფილა წარმოდგენილი (შ. ამირანაშვილი).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0