სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ათონის ივერთა მონასტერი (980-983 ) ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი ათონის ივერთა მონასტერი (980-983 ) ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი ათონის ივერთა მონასტერი (980-983 ) ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი ათონის ივერთა მონასტერი (980-983 ) ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი

700      

ათონის ივერთა მონასტერი (980-983 ) ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი

ათონის ივერთა მონასტერი — ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთშიქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზეაიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილშიათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.

პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII -IX საუკუნეებიდან ჩანან870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველი სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ,, განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი’’ - გიორგი ათონელი. ,,განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი’’ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.
1259 
წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV 
საუკუნის დამდეგს ათონი რამდენიმეჯერ იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
XVI 
საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
XVII 
საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XIX 
საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში
1849 
წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნსაცავში. მისმა მისვლამ ივერთა მონასტერში გამოაცოცხლა იქაური მოღვაწენი.
ახალი სავანის წინამძღვარი . ბარკალაია, შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა, მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველთა მოღვაწეობას და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში, განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა1883 წელს ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი კვლავ ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.

მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, . . "დიდი ეკლესია" - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.

მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა "სიბრძნე ბალავარისი". მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდანXIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.

 

 მარიამი როსებიშვილი





ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს სოფ.ბირკიანი ახმეტა კახეთი

3 0


ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

13 0


გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

5 0


ოთხთა X საუკუნე მართმადიდებლური ტაძარი სოფ. თექალდე ართვინი ტაო კლარჯეთი თურქეთი

9 0


თავკავთა წმ. გიორგის ეკლესიით და ციხესიმაგრით დახ. X საუკუნიდან გზა სოფ. წინარეხი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

21 0


იდლეთის იოანე ნათლიმცემლის ეკლესია VI საუკუნე სოფ. იდლეთი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

12 0


სანაგირე X-XI წმ. გიორგის ტაძარი სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი კახეთი აბესალომ ტურაშვილი სგან

4 0


ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1 0


ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

1 0


კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი

9 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

15 0


წმიდა გიორგის ვარდისუბნის ტაძრის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა, შუა საუკუნეები, ვარდისუბანი , თელავი, კახეთი

12 0


ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

8 0


კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

10 0


ქართვლის დედა 1958 წელი ხის ქანდაკება ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

5 0


სოფელი გურჯაანი წმიდა გიორგის(ქაშუეთის) ტაძარი XVIII საუკუნე სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

13 0


ლექეთი(ლექართი) წმიდა ნინოს ტაძარი უფრო V-Vi საუკუნე, ლექეთი(ლექართი), კახი, საინგილო, აზერბეიჯანი

10 0


დათუნას ეკლესია X-XI საუკუნე, სოფელი დათუნა, შამილის რ-ნი, დაღესტანი, რუსეთი

8 0


ქვემო არხიზი IX-XI საუკუნე,წმიდა ნიკოლოზი, სამება ტაძრები კარაჩავო-ჩერქეზეთი, რუსეთი.

17 0


ზეგანის(ზაქის) ეკლესია, აკირაზი(ზარაბუკი), პოსოფი, ტაოკლარჯეთი, თურქეთი ფოტო 1902 წელი

4 0


კულტურული მემკვიდრეობა


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0