Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
აკაურთას ეკლესია (V-VI სს) სოფ.აკაურთა, ბოლნისი, ქვემო ქართლი აკაურთას ეკლესია (V-VI სს) სოფ.აკაურთა, ბოლნისი, ქვემო ქართლი აკაურთას ეკლესია (V-VI სს) სოფ.აკაურთა, ბოლნისი, ქვემო ქართლი

1004      

აკაურთას ეკლესია (V-VI სს) სოფ.აკაურთა, ბოლნისი, ქვემო ქართლი


აკაურთას ღვთისმშობლის ეკლესია — V-VI სს. ღვთისმშობლის მიძინების ერთდარბაზიანი  ეკლესია ქვემო ქართლში, მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში(ბოლნისის -ნი)მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს .ბოლნისიდან დასავლეთით 7 კმ მანძილზეზღვის დონიდან 720 მეტრზე.

ეკლესია, ხუროთმოძღვრული ნიშნებით, თანადროულია ბოლნისის სიონისა, მაგრამ განუცდია გვიან გადაკეთება (.რჩეულიშვილი). ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია აშენების თანადროული (წარწერის მცირე ფრაგმენტი და რამდენიმე გვიანდელი ასომთავრული წარწერა. ეკლესიას მიაკვლია და შეისწავლა .რჩეულიშვილმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობა ძეგლის უძველესი რელიეფური წარწერის ფრაგმენტის შესახებ.

ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადზე, ამოქოლვილი კარის თავზე, გვიანდელი სარკმლის ქვემოთ, გრძელ ბლოკზე (კარის ბალავარი) (სიგრძე - 233), გეომეტრიული სახის ჩუქურთმის ზემოთ, გამოქანდაკებულია რელიეფური, ასომთავრული წარწერა, რომლის მხოლოდ ერთი სტრიქონის მცირე ფრაგმენტი შემოგვრჩა. წარწერის სიგრძე 92; გრაფემების სიმაღლე 7-7,5; სიგანე 3-3,5-4. წარწერის აღდგენა არ ხერხდება. განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ჩანს.


მარიამი როსებიშვილი