სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.2 დავით X  1505 -1525 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

4.2 დავით X 1505 -1525 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

მისი მეფობის დროს საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510-ში დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). მის წინააღმდეგ ბრძოლა დავითის უმცროსმა ძმამ, ბაგრატ მუხრანბატონმა იკისრა. 1513 წელს, როდესაც ბაგრატმა ავგიორგი შეიპყრო, დავით X-მ კახეთის სამეფო გააუქმა და ქართლს შემოუერთა. გიორგი მეორის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა გადამალეს.

1518 წელს ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო.

1522 წელს დავით X-მ უარი თქვა ისლამის მიღებაზე, რის გამოც ქართლს ისევ სპარსელები შეესივნენ. დავით მეფეს ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხება მოუწია, რის შემდეგაც თბილისის ციხეში ყიზილბაშებიჩადგნენ. 1524 წელს ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 წელს ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, ლუარსაბ I-მა შეძლო თავზე ქართლის გვირგვინის დადგმა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0