თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
დარსალია გრიგოლი (გოჩა) - მღვდელმონაზონი.
2008 წლის 28 დეკემბერს ბერად აღკვეცა.
28 დეკემბერს ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცა ეპარქიის მორჩილები: პაატა ცაავა (უწოდა სახელად პავლე), ევგენი ლოგვინენკო (უწოდა - სერგი), ანდრია არზიანი (უწოდა სტეფანე), გიორგი წულაია (უწოდა - სპირიდონი), პაატა კუპრეიშვილი (უწოდა - ნიკოლოზი), გოჩა დარსალია (უწოდა - გრიგოლი), ვაჟა კორსავა (უწოდა ანგია) და ტარიელ გვილავა (უწოდა დანიელი).
დარსალია ლევან - დიაკვანი.
2014 წლის 09 თებერვალს დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 05 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს: თბილისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში (კანდელაკის ქ.)
9 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, ლევან დარსალიას.
5 აპრილს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, დიაკონ ლევან დარსალიას. მლვდელი ლევანი თბილისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში (კანდელაკის ქ.) იმსახურებს.