
დელიბაშვილი დავით დეკანოზი, ქაშვეთის წმიდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური მცხეთა თბილისის ეპარქია 2024წ. გვ. 22 ფოტო
საინტერესო ინტერვიუ ქრონოგრაფში
ხელდასხმა
17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნეს დავით დელიბაშვილს, ხოლო მღვდლად - ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონს შოთა ბაბლიძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ გვ. 7
დაჯილდოება
7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
დაჯილდოება
18 დეკემბერს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ დეკანოზი გიორგი გეთიაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო დეკანოზი დავით დელიბაშვილი -– გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
დაჯილდოება
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
დეკანოზი დავით დელიბაშვილი -– გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით;