ვახტანგაძე ვლადიმერ (მღვდელი).  საპატრიარქოს უწყებანი.  2010. - 4-10 თებერვალი.
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.9
ხელდასხმა
29 მარტს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი ვლადიმერ ვახტანგაძე. დიაკონი ვლადიმერი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N4 4-10 თებერვალი 2010წ გვ. 4 
ხელდასხმა
24 იანვარს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს და თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს ვლადიმერ ვახტანგაძეს მღვდელი ვახტანგი ჩუღურეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
4 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით -–- დეკანოზი გაბრიელ კულუმბეგაშვილი; დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი და დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. გამშვენებული ჯვრით “– დეკანოზი დავით ჭიღლაძე და დეკანოზი იოანე კვანჭიანი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი და მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე.