კურთხევა
18 დეკემბერს არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) კრწანისის საბა განწმედილის სახელობის მონასტერში ბერად აღკვეცა: მორჩილი გიორგი (ლიპარტელიანი) და სახელად უწოდა ლაზარე, მორჩილი თეიმურაზი (მალაზონია) და უწოდა ნიკოლოზი, მორჩილი დიმიტრი (ბუაძე) და უწოდა ათანასე, მორჩილი დავითი (მიგრიაული) და უწოდა საბა. ბერი საბა იმსახურებს კრწანისის საბა განწმედილის მონასტერში, ბერი ათანასე მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერში, ხოლო ბერი ლაზარე და ბერი ნიკოლოზი ბეთანიის მამათა მონასტერში. იმავე დღეს არქიმანდრიტმა საბამ მორჩილის კაბით შემოსა გიორგი (გივი) მეტრეველი და იოანე (მერაბ) ზარიძე, რომლებიც მორჩილებას ბეთანიის მონასტერში გაივლიან. სამონაზვნედ კურთხევა 16 დეკემბერს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის მორჩილები: სიდონია ვერულაშვილი (სახელად უწოდა ანა) და ქეთევან დათებაშვილი (სახელად უწოდა სოფიო).
საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.