სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.4 ლუარსაბ I(1502-1556) 1527 -1556 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1502-1556 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

4.4 ლუარსაბ I(1502-1556) 1527 -1556 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ლუარსაბ I (დ. 1502 — გ. 1556) — ქართლის მეფე 1527—1556 წლებში, დავით X-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: 1530—15561534—1558 და სხვ.), 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან1535, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და კახეთის მეფის ლევანის შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის შაჰი თამაზ I, რომელმაც პირადად ოთხი დიდი ლაშქრობა (1541154715511554) მოაწყო საქართველოში. 1541წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა თბილისი დაკარგა, კახეთი მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. 1545 წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი სოხოისტას ბრძოლაშიდამარცხდა და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი პავლე III1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით (1546) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად. ვიკიპედია

 ქართლის მეფე 1527-1556წწ., დავით X-ის ძე, 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგთელეთის ბრძოლაშილუარსაბ I ცდილობდა სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. მის დროს შაჰ თამაზ I-მა ოთხი ლაშქრობა მოაწყო საქართველოში(1541, 1547, 1551 და 1554). 1541 წელს შაჰმა თბილისი აიღო და ქალაქში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. დაახლოებით 1552 წელს ლუარსაბ I-მა თბილისი დაიბრუნა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა; 1540-1550წწ. შაჰის ბრძანებით თბილისი და ქვემო ქართლი აღწერეს და უშუალოდ ირანის სახელმწიფოს დაუმორჩილეს. ეს იყო "ყიზილბაშობის" შემოღების პირველი ცდა ქართლში. 1555 წელს ამასიის ზავით ირან-ოსმალეთმა საქართველო გაინაწილეს. ლუარსაბ I  არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა, რითაც დაიბრუნა ქართლოს რამდენიმე ციხე-სიმაგრე, ძლიერ შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშების წინააღმდეგ გარისის ბრძოლაში ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაჭრა. ეროვნული ბიბლიოთეკა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0