თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
თუნიაშვილი აგნია (კირიაკა) - მონაზონი.
2004წ 8 მარტს, ბედიანის დედათა მონასტრის სამონაზვნის მონაზნად აღკვეცა
8 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ბარსანოფმა (მაზმიშვილი) მონაზვნებად აღკვეცა: მარტყოფის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, სამონაზვნე ტაისია (წივწივაძე) და უწოდა ქეთევანი; მარტყოფის დედათა „მონასტრის სამონაზვნე ევსევია (ხერგიანი) და უწოდა მელანია; თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის სამონაზვნე თიბეა (ქობალია) და უწოდა ანუსია; ბედიანის დედათა მონას-ტრის სამონაზვნე კირიაკია (თუნიაშვილი) და უწოდა აგნია. ამავე დღეს უწმიდესისა და უნ-ეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონმა ბარსანოფმა (მაზმიშვილი) თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში სამონაზვნედ დაასხა ხელი მარტყოფის დედათა მონასტრის მორჩილს, ნანა ყურაშვილს და უწოდა მაკრინე.