სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.6  დავით XI 1569-1578 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე 4.6  დავით XI 1569-1578 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

4.6 დავით XI 1569-1578 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

დავით XIდაუთ-ხანი — ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569-1578ლუარსაბ I-ის ძე. სამედიცინო წიგნის, იადიგარ დაუდის ავტორი.

დავით XI-მ უღალატა ძმას სიმონ I-ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან — ბარათაშვილებთან ერთად 1561 წელს ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს. დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში „ორიანობა“ (ორმეფობა) დამყარდა. დავით XI-მ 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა. დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს. მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად. 1578 წელს, როდესაც ოსმალეთის დიდი არმია მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაში დასვეს. 1578 წელს ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი სპარსეთში წავიდნენ. დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა. ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი (იადიგარ დაუდი) შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0