თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
კეჩხუაშვილი ქეთევანი (მარიამ) - სქემმონაზონი.
(წიქარიძე-კეჩხუაშვილი) 2018 წლის 26 სექტემბერს, დიდ სქემაში აღკვეცა, ყინწვისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, გარდაიცვალა 2021 წლის 01 აპრილს.
26 სექტემბერს ძამის ხეობაში მდებარე, წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ყინწვისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონოზონი მარიამი (კეჩხუაშვილი) და სახელად ქეთევანი უწოდა (წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე) და იმავე მონასტრის მონაზონი ქეთევანი (ჟღენტი) და სახელად მარიამი უწოდა (წმ. მარიამ მაგდალინელის სახელზე).
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი რედაქცია მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 1 აპრილს გარდაიცვალა წმ. ქეთევან წამებულის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმონოზონი ქეთევანი (წიქარიძე-კეჩხუაშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.