საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ გვ. 4
ხელდასხმა
21 სექტემბერს, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ დავითს (ლესტანი). 
 
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია, სამხრეთ ამერიკის ეპარქია 2014წ. მდგომარეობით
21 სექტემბერი, 2010 წ. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, სასწაული მოხდა, - არგენტინიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელმაც გასულ წელს მიიღო მართლმადიდებლობა და აღიკვეცა ბერად, შემდეგ ჩვენ მას ხელი დავასხით დიაკვნად - მამა დავითი, გვარად - ლესტანი. დღეს შედგა მისი კურთხევა მღვდლად და დღესვე ჩვენ ვაჯილდოებთ მამა დავითს ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
დღეიდან მამა დავით ლესტანი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და იგი წირვა-ლოცვას შეასრულებს ქართველებისთვის არგენტინაში.