სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ამამლოს თამარის ეკლესია XII საუკუნე, სოფ ამამლო, დმანისი, ქვემო ქართლი ამამლოს თამარის ეკლესია XII საუკუნე, სოფ ამამლო, დმანისი, ქვემო ქართლი
ბმულის კოპირება



დმანისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ამამლოს თამარის ეკლესია XII საუკუნე, სოფ ამამლო, დმანისი, ქვემო ქართლი

ამამლოს თამარის ეკლესია - XI საუკუნის ეკლესიაა, რომელიც მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოდან 1 კმ-ის მოშორებით, სოფლის სამხრეთით, ძველ ნამოსახლარზე, სადაც მცირე სასაფლაოა. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციების გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რომლის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რომელსაც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება.

დასავლეთ ფასადზე, წვრილი ასომთავრულით, ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია თამარ მეფე და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია.



მარიამ როსებიშვილი 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0