Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ანჩისხატის ეკლესია (V-VI საუკუნეები) თბილისი, ქართლი ანჩისხატის ეკლესია (V-VI საუკუნეები) თბილისი, ქართლი ანჩისხატის ეკლესია (V-VI საუკუნეები) თბილისი, ქართლი ანჩისხატის ეკლესია (V-VI საუკუნეები) თბილისი, ქართლი

852      

ანჩისხატის ეკლესია (V-VI საუკუნეები) თბილისი, ქართლი

 ანჩისხატის ეკლესია - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ეკლესია აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისშივახტანგ გორგასლისა და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი ეკლესია თბილისში, სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მასზარის ეკლესიასაცუწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ ანჩიდან არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი.

 ანჩისხატის ეკლესია კლდეში ამოკვეთილ სარდაფზე დგას.იგი ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ბაზილიკაა (ბაზილიკა - ქრისტიანული ეკლესიის უძველესი სახეობა. მართკუთხა ფორმის უგუმბათო ეკლესია). დროთა განმავლობაში მისმა ნაწილებმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე და განსაკუთრებით მე–17 საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას (ამ პერიოდს განეკუთვნებიან აგურის ბოძები და თაღებიც). უძველეს ფრგამენტებს წარმოადგენენ თარაზულნაკერიანი, კვადრებით ამოყვანილი ფასადების ცალკეული ნაწილები, სარკმლები აღმოსავლეთის კედელზე, მთავარი თაღის და საკურთხევლის სარკმლის ნალისებრი მოყვანილობა, აბსიდა... 1958 წელს ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგად გვიანდელი (მე–19 საუკუნის) ფერწერის ქვეშ გამოვლინდა მე–17 საუკუნის კედლის მხატვრობის ნაწილები. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს დასავლეთის შესასვლელის თავზე გამოვლენილი ნალისებრი ფორმის ლუნეტი. ლუნეტის მოხაზულობას და ამავე ფასადზე მოთავსებული ჯვრის გამოსახულებას მედალიონში პარალელები მოეპოვებათ ქართული ადრექრისტიანულ ძეგლებსა, და მათ შორის მე–5 საუკუნის შესანიშნავ ბაზილიკაზებოლნისის სიონზე.

 ბაზილიკის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირას დგას აგურის სამრეკლო. იგი ცენტრში გაჭრილია შეისრული თაღით და ქუჩას აკავშირებს დაბალ ბაქანზე მდგარ ტაძართან. კარიბჭის თავზე მოქცეული წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აშენებულია ქართლის კათალიკოსის დომენტის მიერ 1675 წელს. სამრეკლოს არქიტექტურა (აგურის წყობის ხასიათი, შეისრული თაღები) დამახასიათებელია გვიანფეოდალური საქართველოსათვის, როდესაც ირანული გავლენა ხუროთმოძღვრებაშიც იკვლევს გზას.

 ანჩისხატის ტაძარი ყოველთვის არა მარტო სალოცავი ტაძარი, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. სწორედ მის ეზოში არსებობდა სასულიერო სემინარია, სადაც ღებულობდნენ სასულიერო განათლებას, როგორც უფლისწულები, ასევე ქართველ თავად-აზნაურთა შვილები. 1755 წელს დიდმა კათოლიკოსმა ანტონ I განაახლა მტრისაგან დანგრეული სემინარია, რომელმაც იარსება ანტონ II-ის კათოლიკოსის რუსეთში იძულებით წასვლამდე (1811 ). დომენტი კათოლიკოსმა ანჩისხატის ეკლესიას აუშენა სამრეკლო, რომელიც დღესაც პირვანდელი სახითაა; შეაკეთა თვით ეკლესია და დაძველებული სამკვეთლოს წინა მხარე, განაახლა თავისი სასახლე, ააშენა სახლი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლად. რაც თვით ვერ მოასწრო, მისმა მოადგილემ, შემდგომ კი კათოლიკოსმა ნიკოლოზმა დაამთავრა.

 მიუხედავად აღა-მაჰმად-ხანის უამრავი შემოსევებისა და როსტომ მეფის მიერ მრავალი სპარსული წეს-ჩვეულების შემოღებისა, დედოფალ მარიამისა და კათოლიკოსების - ქრისტეფორეს, დომენტისა და ნიკოლოზის - მეოხებით საქართველოში არც ქრისტიანობა შესუსტებულა და მხატვრობამაც და მწერლობამაც ძალიან დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ. ანჩისხატის ეკლესია იყო სწავლა-განათლების უპირველესი კერა, რომელიც თავისთან იზიდავდა არა მარტო ქართველებს, არამედ სომხებსა და თათრებსაც კი.

 ანჩისხატის ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმინდეუფლის ხელთუქმნელი ხატი - მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდეა, რომელიც სამწუხაროდ მლოცველთათვის მიუწვდომელია, რადგან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. საკურთხეველშია დაბრძანაბული ზუსტი ასლი, ხოლო ამბიონზე კი უფრო ადრინდელი დაწერილი ასლია. ტაძარში, ამბიონის წინ, სამეფო ტახტის გვერდით არის ძვირფასად შემკული ანჩისხატის ფოტოპირი. ანჩისხატის ეკლესიაში ინახებოდა ღმრთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელსაც უკან 22 უჯრა ჰქონდა. იქ ინახებოდა წმიდანთა ნაწილები, მათ შორის ღმრთისმშობლის კაბისა და სარტყლის ნაჭერიმძივი, თმის ნაწილი და სხვა. ეს ხატი დაიკარგა ბოლშევიკების შემოსევის დროს და დღესაც არ ვიცით სად არის.

 ანჩისხატის მხატვრობა განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათოლიკოსის მიერ 1680 . შემდეგ 1714 . უამრავი ფრესკებიდან დღეისათვის სრულყოფილად შემონახულია რამდენიმე ფრესკა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია .. „ხე ცხოვრებისა“. ეს ფრესკა საკურთხევლის ზემოდან იწყება და გუმბათის ყელამდე ადის. ხის ქვეშ წევს იესე - დავით წინასწარმეტყველის მამა. შუაში არის ღმრთისმშობელი მარიამი, ხოლო თავში კი იესო ქრისტე. ამ ფრესკას კიდევ უწოდებენ ქრისტეს ხორციელი ცხოვრების გენეალოგიის ხეს, რადგანაც ხორციელად იგი იშვა დავით წინასწამეტყველის შტოდან. ტოტებზე არიან ბაგრატოვანი მეფეები, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მეფეები დავით მეფის შთამომავლნი არიან. ამიტომ ფრესკას მესამე სახელითაც მოიხსენიებენ: „ბაგრატოვანთა გენეალოგიის ხე“ (ამ ფრესკას, საეკლესიო გადმოცემით, მე-14 საუკუნის ფრესკად თვლიან.)

 ანჩისხატის ეკლესიის დღესასწაულია 29 აგვისტო. მას ანჩისხატობა ეწოდება. ამავე დღეს მარტყოფში აღინიშნება მამა ანტონობა ანუ მარტყოფობა, რადგან მე-6 საუკუნეში მამა ანტონმა შემოაბრძანა კეცზე ამოტვიფრული პირი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა და მას მარტყოფში აუშენა .. „ღვთაების ეკლესია


მარიამ როსებიშვილი