მეკრავიშვილი მიქაელ (მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 17-23 ნოემბერი. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26მაისი 2010წ გვ. 5
ხელდასხმა
13 მაისს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკვანს ლევან ჟღენტს, ხოლო დიაკვნად — ქაშვეთის ტაძრის მნათეს, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს მიქაელ მეკრავიშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
13 ნოემბერს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ მიქაელ მეკრავიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი პაატა ბარბაქაძე და სახელად გაბრიელი უწოდა.
დაჯილდოება
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის მოადგილე, მღვდელი მიქაელ მეკრავიშვილი –– ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში;