თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მიღდისელი დანიელი (თორნიკე) - ბერ-დიაკვანი.
2020 წლის 02 იანვარს, ბერად აღკვეცა, 2020 წლის 21 ივნისს ბერდიაკვნად კურთხევა. წმ. ილია თეზბიტელის (დედოფლისწყარო) მამათა მონასტრი.
2 იანვარს დედოფლისწყაროს წმ. ილია თეზბიტელის სახ. მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი თორნიკე მიღდისელი და სახელად დანიელი უწოდა.
2020 წლის 21 ივნისს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ წირვა აღასრულა დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
წირვის დროს მღვდელმთავარმა მღვდლად ხელი დაასხა სოფ.სამთაწყაროს წმ.ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბერ–დიაკვან ნოეს ( დანელია) , ხოლო წმ.ილია თეზბიტელის მამათა მონასტრის ბერი დანიელი (მიღდისელი) აკურთხა დიაკვნად.