ნაკაიძე
იოსებ დეკანოზი. შემოქმედის ეპარქია 2023წ. მდგომ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, ოქროსქედის (მშვიდობაური) უბანში „წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლის და სალოსის სახელობის“ ტაძარი გაიხსნა.
ეკლესია, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა და სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
ჩატარდა ტაძრის გარშემო ლიტანიობა-ლოცვითი მსვლელობა; წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე იოსებმა მრევლი დალოცა და ეკლესიის გახსნა მიულოცა.
ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს დეკანოზი იოსებ ნაკაიძე და თანამსახური დეკანოზი ზაქარია მახარაძე. 24 დეკემბერი 2023წელი
დაჯილდოება
2 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები:
მღვდელი იოსებ ნაკაიძე –– აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;