სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.12 როსტომი(1565-1658) 1632-1658 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1565-1658 წწ. გარდ. 93 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

384       ბეჭდვა

4.12 როსტომი(1565-1658) 1632-1658 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

როსტომი (ასევე როსტომ ხანიხოსრო მირზაქაიხოსრო ბატონიშვილი; დ. 1565 — გ. 1658თბილისი) — ქართლისმეფე 1633-1658ქართლ-კახეთის მეფე 1648-1656დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, ქართლის ბაგრატიონების უკანასკნელი წარმომადგენელი.

აღიზარდა ირანშიაბას I-მა იგი თავისი გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავიც გახდა. ქართველების თვალსაზრისით, როსტომი მეფე იყო, რომელიც თავს ირანის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ თვლიდა.

როსტომის გამეფებით ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც ბაგრატიონთა დინასტია ფლობდა, თუმცა მაჰმადიანობის პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე თბილისისგორისა და სურამის ციხეში ყიზილბაშიმეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. 1648 შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, თეიმურაზ I განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო ლევან II დადიანის და მარიამი.

როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. 1639 ბრძანებით აღკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე ქციაზეგანჯისგზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი ახალქალაქი), თბილისში, მდინარე მტკვრის პირას — სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა მარიამ დედოფალს დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელი ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართულ საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია.

უშვილო როსტომი 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგის ვაჟის, მამუკას, მემკვიდრედ გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. 1642 სიმონ II-ის შვილიშვილი ლუარსაბი იშვილა, მაგრამ იგი 1652 მოკლეს. 1653 როსტომის მემკვიდრედ აირჩიეს ბაგრატიონების გვერდითი შტოს მუხრანბატონების წარმომადგენელი ვახტანგი (შემდეგ ვახტანგ V), რომელიც როსტომის ავადმყოფობის დროს ტახტს განაგებდა. დაკრძალულია ირანში, ქ. ყუმში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0