თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ომსარაშვილი თევდორე (ირაკლი) - ბერ-დიაკონი.
2013 წლის 03 მაისს. ბერად აღკვეცა. 2015 წლის 19 აპრილს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.
3 მაისს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ირაკლი ომსარაშვილი -– სახელად უწოდა თეოდორე, მამია დიასამიძე -- სახელად უწოდა ევდემოზი, ნიკოლოზ ბარდაძე –- სახელად უწოდა ისააკი, გოჩა გორჯოლაძე -- სახელად უწოდა გაბრიელი.
19 აპრილს მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ამბროსის (ქუთელია), ხოლო დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი თევდორე (ომსარაშვილი).
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 2
ომსარაშვილი იოსებ, საეკელსიო გლეხი, გარდაიცვალა საოფლისაგან 29 წლის. 1870წ. კონდოლი (თელავი) კვირაცხოვლის ეკლესია, თელავის მაზრა