სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი  ოჩამჩირე აფხაზეთი

642      

ილორის წმიდა გიორგი XI საუკუნე ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი

ილორის ეკლესია - დონ კრისტოფორო დე კასტელი (XVII ს.)

 

    აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, "ზღვის კიდეზედ... არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა... უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული." 

ილორის წმ გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტი¬პისაა, იმდროინდელი ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოხდენილი პროპორციებით. იგი აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით სხვადასხვა დროინდელი მინაშენები აქვს. ეკლესიას კარები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ხოლო შიდა სივრცე განათებულია ექვსი სარკმლით. ეკლესია მოხატული ყოფილა ფრესკებით. უკანასკნელ ხანებამდე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა: 

     ,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი".

     ,,ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე მთავარეპისკოპოზი გიორგი".  

     წარწერის ფრაგმენტი: ,,ქ. წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე..."

     ,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე". 

,,წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა მღვდელი; წმიდაო გიორგი მფარველ მექმენ დიდსა ამას დღესა".

     მეექვსე წარწერა, რომელიც ასევე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა ამოკვეთილი, სამსტრიქონიანია, თუმცა არ იკითხება. 

 ტაძრის ლაპიდარულ წარწერებში იხსენიება ადგილობრივი საერო და საეკლესიო ხელისუფალნი. მთავარეპისკოპოსი გიორგი, როგორც ჩანს ბედიელი მღვდელმთავარია, ხოლო გიორგი გურგენის ძე" - ადგილობრივი დიდებული, რომელიც ტაძრის მშენებლობაში გაწეული ქტიტორული ღვაწლისათვის სავედრებელ წარწერაშია მოხსენიებული; გიორგი ქოჩოლავა კი - ამ ტაძრის მღვდელმსახური.

     საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ერთი და იგივე პირი ჩანს ამ წარწერების ამომკვეთიც. 

      ილორის წმ. გიორგის ეკლესიის  წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად საქართველოს ისტორიის კვლევისათვის. 

ილორის წმ. გიორგის ეკლესია შუა საუკუნეებში ბედიის ეპარქიაში შედიოდა. ეპარქია მდ. დადისწყალსა (ამჟ. მდ. ოქუმისწყალი) და მდ. მოქვისწყალს შორის ტერიტორიას მოიცავდა.

ილორის წმ. გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. დიდხანს ის ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს წარმოადგენდა. ამ ტაძარში იყო დაცული ბედიის ბარძიმი (X ს.) და სხვა საეკლესიო სიწმინდეები. 

ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიას წმ. გიორგის ხატი წარმოადგენდა.

ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგ¬ნით გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსელში წმინდა გიორგი, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბე¬დიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორ¬გის ხატის შეწირვის ამბავს. 

წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან ოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-1582 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა - წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდ-ება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

XIX საუკუნის ბოლოს ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში იპოვეს ვერცხ-ლის ბარძიმი. მისი ზედაპირი ისევე, როგორც ბედიის ოქროს ბარძი¬მისა, თაღედით რვა ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ თაღში მოთავსებულია ფიგურა. შუა თაღში გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი მაღლა აღმართული მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში _ სახარებით. გვერდით თაღედში გამოსახუ¬ლია მაცხოვრისკენ გადახრილი მთავარანგე-ლოზები მიქაელი და გაბრიელი ბარძიმითა და ფეშხუმით. ილორის ბარძიმის თასის პირს მიუყვება ქართული ასომთავრული ერთ¬სტრიქონიანი სავედრებელი წარწერა. ილორის ბარძიმი ბედიის ბარძიმის ანალოგიური იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომის. ილორის ბარძიმის ადგილსამყოფე¬ლი ამჟამად უცნობია.

XVI საუკუნეში ოდიშის მთავრის ლევან I დადიანის (1533-1572 წწ.) სახელით ბედიელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ, შემდეგ კი ოდიშის მთავრის გიორგი დადიანის (1572-1582 წწ.) დროს ცაიშელ-ბედიელმა მიტროპოლიტმა კირილე ჟუანისძემ ილორის წმ. გიორგის ხატი შეამკეს.

ილორის ტაძარზე განსაკუთრებით ზრუნავდა ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.). მისი ბრძანებითა და სახსრებით შეკეთდა ილორის წმ. გიორგის ეკლესია. ამ დროს ხელახლა გადახურეს საყდარი, ხოლო დასავლეთის კარები ვერცხლით მოჭედეს. ოდიშის მთავარმა ტაძარს შესწირა მამულები, გლეხები, ოქროქსოვილი, შეამკო ჯვარ-ხატებით. 

1639-1640 წლებში ოდიშის სამთავროში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613-1645 წწ.) დესპანები: დიაკი ფედოტ ელჩინი და მღვდელი პავლე ზახარიევი. მათ მოიარეს ოდიშის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტერი. 1640 წლის 9 თებერვალს ისინი იყვნენ ილორშიც.  

რუსი დესპანების ცნობით, ილორის ეკლესია ქვისგან იყო ნაგები, რომელსაც ვერცხლის ჯვარი ამშვენებდა. ეკლესიის კარებზე საკეტებიც ვერცხლისა იყო. შუა ტაძარში იდგა ტრაპეზი, რომელზეც ხის ჯვარი იყო აღმართული. ის წინა მხრიდან ვერცხლით იყო მოჭედილი

, შუაში კი წმ. გიორგის ვნების ამსახველი ხატი იყო ამოკვეთილი. ტაძარში, კედელზე რკინის მშვილდი და ისრები იყო მიყუდებული. გადმოცემით, ეს მშვილდ-ისარი დიდმოწამე გიორგის ეკუთვნოდა. 

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ოდიშის სამთავროს მძიმე დრო დაუდგა. იქ სრული ანარქია სუფევდა. ამას ერთვოდა აფხაზთა გამუდმებული თავდასხმები. თუკი XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - ტერიტორია ანაკოფიის მდინარესა (მდ. ფსირცხა) და მდ. კელასურს შორის, ახლა ისინი იწყებენ ბრძოლას მდ. კელასურის აღმოსავლეთი მიწა-წყლის მისატაცებლად. ამ ამბების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: `ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან".

1681 წელს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (მდ. ღალიძგა). როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, `გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი~. ამ დროსვე გაუქმდა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, რადგან ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა. კარგა ხანს ოდიშსა და აფხაზეთს შორის საზღვარი მდ. ღალიძგაზე გადიოდა. 

1730 წელს ოდიშში ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ.  თურქებმა ილორის წმ. გიორგის ეკლესია გადაწვეს. მაშინ განადგურებულა ტაძრის მოხატულობა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ,,შევიდნენ ოსმალნი ილორს, არამედ ხატნი და ჯუარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა (ტყვიისა, - ავტ.) და მოსპნეს დახატულებანი და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს".

XVIII საუკუნეში ილორის წმ. გიორგის ეკლესია აღადგინეს. ამ დროს იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ (1720-1752 წწ.), სოლომონ I-მა (1752-1784 წწ.), დავით II-მ (1784-1789 წწ.), სოლომონ II-მ (1789-1810 წწ.) მას ყმები და მამულები შესწირეს.

XVIII საუკუნის 70-იან წლებში ბედიის კათედრაც მოიშალა აფხაზთა ექსპანსიის გამო. ამ დროიდან, მოქვისწყალსა და ღალიძგას შორის ტერიტორია ცაიშელის სამწყსოში შედიოდა. ცაიშელი არა მარტო თავის სამწყსოზე, არამედ აფხაზებზეც ზრუნავდა. ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი (1777-1823 წწ.) თავის ანდერძში აღნიშნავდა: ,,გულმოდგინებით მაქვნდა აფხაზეთის ერნი გარდაქცეულნი სარწმუნოებისაგან, რომელიც ხელმისაწთომელ იყო ჩემ მიერ იგინი მომეყვანა სარწმუნოებად და მრავალნიცა მოქცეული იქმნენ და მონათლულ. სიფრთხილითა და ღვაწლითაცა ჩემითა დავფარე მრავალგზის წარტყვევნისაგან წარმართთასა საეკლესიო მამული და საეპარხიოცა". მიუხედავად ძნელბედობისა, ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება თითქმის არასოდეს შეწყვეტილა. ოდიშის დედოფალი ნინო ბაგრატიონი 1805 წელს აღნიშნავდა, რომ ილორის ეკლესიაში ღვთისმსახურება კვლავაც სრულდებოდა. 

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავდა: ,,აფხაზები და მეგრელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ ილორის ეკლესიას, რომელიც სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზეა და დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი აქ მომხდარი სასწაულების შესახებ". 

1848 წლის აპრილში ტაძარი მოიხილა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. ის წერს, რომ ტაძარი მოხატული იყო ფრესკებით. მან აღწერა სიწმინდეები, გადმოიწერა წარწერები. ამავე ხანებში, აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) თაოსნობით, ილორის წმ. გიორგის ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს.

1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამურზაყანო, ტერიტორია მდ. ენგურსა და მდ. ღალიძგას შორის სამეგრელოს მთავარს ჩამოართვა და ამ ტერიტორიაზე უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. Aაქ შეიქმნა რუსული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული. 1846 წლიდან, ქუთაისის გუბერნიის შექმნის დროიდან, სამურზაყანოს საბოქაულო მის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1857 წელს სამეგრელოში რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ სამურზაყანო მაინც სამეგრელოს მმართველს დაუქვემდებარეს. 

1864 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. ორი წლის შემდეგ, 1866 წლის აგვისტოში, სოხუმის ოკრუგის (აფხაზეთი), ოქუმის ოკრუგისა (სამურზაყანო) და წებელდის გაერთიანებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა. ამდენად, სამურზაყანო სამეგრელოს სამფლობელოს ჩამოაშორეს და სოხუმის სამხედრო განყოფილებას, აფხაზეთს შეუერთეს.

1868 წლის 27 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც 1868-1886 წლებში აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო, ილორში ჩავიდა. მოგვიანებით, მღვდელმთავარი წერდა: ,,ილორის ეკლესია სხვა ეკლესიებს შორის ლამის ყველაზე მეტად არის ცნობილი მთელს დასავლეთ საქართველოში. მეგონა, რომ ვნახავდი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან უძველეს ტაძარს, მაგრამ ვნახე პატარა, ქვის, შიგნით საკმაოდ ბნელი ეკლესია. თუ თვით ეკლესია არ არის შესანიშნავი, სამაგიეროდ იქ, მრავლად ინახება შესანიშნავი ნივთები, რომლებიც ნაწილობრივ  ამართლებენ ამ ეკლესიის დიდებას". 

გაბრიელ ეპისკოპოსმა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში წირვა ჩაატარა, რომელსაც ხალხი ბლომად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარი ესაუბრა ეკლესიასთან შეკრებილ ილორელებს.A

,,ნაშუადღევს დავათვალიერე ძველი ხატები, - წერს გაბრიელ ეპისკოპოსი, - რომლებზეც ბევრი ისტორიული წარწერაა ქართულ ენაზე. პატარა, ვიწრო და ნესტიან ეკვდერში ჩრდილოეთის მხრიდან რკინით შემოჭედილ სკივრში დაცულია ვერცხლისა და ოქროს სრულიად სხვადასხვა სახისა და წარმოშობის უამრავი ნივთი და ქვა. აქ არის უიშვიათესი ფორმის წარწერებიანი უძველესი საეკლესიო ჭურჭელი, არის ძეწკვები, ბეჭდები, ადამიანებისა და ფრინველების ვერცხლის ფიგურები. ზოგიერთი ნივთი იმდენად ორიგინალურია, რომ არქეოლოგიური მიზნებისათვის ღირს მისთვის სურათის გადაღება და აღწერა~. ეპისკოპოსმა დეკანოზ დავით მაჭავარიანს დაავალა მათი ნუსხის შედგენა, წარწერების გადმოწერა. ეკლესიის ეზოში მეუფე გაბრიელმა ნახა ორთითა ისრები, წმ გიორგისათვის საჩუქრად გამოგზავნილი.

ცნობილი არ არის დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა დავალება შეასრულა თუ არა. არ შემორჩენილა მის მიერ შედგენილი ილორის სიწმინდეების ნუსხა, გადაღებული სურათები და გადმოწერილი წარწერები. 

ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში გაბრიელ ეპისკოპოს

რუსების მიერ გადაკეთებული ეკლესია
ს მასპინძლობდა ილორის ეკლესიის წინამძღვარი 1860-1895 წლებში, მღვდელი ზოსიმე ხელაია. მისმა შვილმა ამბროსიმ, შემდეგში, 1921-1927 წლებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მოგვიანებით დაწერა ნაშრომი ,,სოფელი ილორი და ილორის წმ. გიორგის ეკლესია", რომელიც დღეისათვის დაკარგულად ითვლება.

XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში მღვდლებად მსახურობდნენ: რომანოზ მერჭულე, გრიგოლ ჭილაძე, პორფირი ხელაია (ამბროსი ხელაიას ძმა), იოანე თვალთვაძე, ვ. კაპანაძე, კ. მაჯგანაძე, ა. ჭიჭინაძე.

ილორის წმ. გიორგის ეკლესიის სიწმინდეების გადარჩენის, მათი დაცვისა და სამეცნიერო მიზნით გამოყენებისათვის დიდად ზრუნავდა ეპისკოპოსი კირიონი (შემდეგში, 1917-1918 წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი). 1902 წლის 13 მაისს მან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ილორის წმ. გიორგის ეკლესიის ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ნივთების საეკლესიო მუზეუმისათვის გადაცემის შესახებ. სინოდალურმა კანტორამ ეს შუამდგომლობა 1905 წლის 31 მარტს განიხილა და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში დაცული ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების მუზეუმისათვის ჩაბარებას სოფელ ილორის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

1904-1907 წლებში ილორის წმ. გიორგის ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს, თუმცა ტაძარს საგრძნობლად შეეცვალა იერი. 1911 წელს ტაძარი მხატვარ-არქიტექტორმა იაკობ რეისნერმა აღწერა. მისი ცნობით, ტაძარი დამახინჯებული და გავერანებული იყო.  ეკლესია გადახურული იყო თუნუქით, კედლის მხატვრობა არსად ჩანდა, კედლები შელესილი და შეღებილი იყო. 

1912 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა ანდრიამ (უხტომსკი) ილორის წმ. გიორგის ეკლესიის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება განიზრახა. მის განზრახვას წინ აღუდგა ნოვგოროდის ეპარქიაში გადასახლებული ამბროსი ხელაია. 1913 წლის აპრილსა და დეკემბერში გაზეთ ,,ზაკავკაზიეში" მან გამოაქვეყნა წერილები: ,,სასურველია თუ არა ილორის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება" და ,,ილორის ტაძრის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთების შესახებ". ერთ-ერთ არგუმენტად, თუ რატომ არ შეიძლებოდა ქართული კულტურის ამ კიდევ ერთი კერის მოშლა და რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება, ავტორი ასახელებდა ტაძრის არქიტექტურული იერსახის დამახინჯების საფრთხეს, როგორც ეს მოხდა ფსირცხასა (ახალი ათონი) და დრანდაში. ამბროსი ხელაიას აზრით, ილორის წმ. გიორგის ეკლესია ,,ქართველი ხალხის ეროვნულ სიწმინდეს" წარმოადგენდა, ამიტომ დაუშვებლად მიაჩნდა მისი ხელყოფა, რუსულ მონასტრად გადაკეთება. ასეთ შემთხვევაში, ,,ილორის სიწმინდე აფხაზეთისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიურ მნიშვნელობას დაკარგავდა ისევე, როგორც დაკარგეს იგი უცხოელთა ხელში გადასულმა ბიჭვინთის, ფსირცხის, დრანდისა და მოქვის ტაძრებმა~. ამბროსი ხელაიას უკომპრომისო ბრძოლამ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის დასაცავად, რომელიც 1916 წლამდე გრძელდებოდა, ნაყოფი გამოიღო და რუსულ მონასტრად გადაკეთებას ის გადაურჩა.

ილორის წმიდა გიორგის ეკლესია ერთადერთი ეკლესია იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც XX საუკუნის 30-40იან წლებში, ათეიზმისა და ანტირელიგიური კამპანიის დროსაც აგრძელებდა ფუნქციონირებას. 1952-1953 წლებში ეკლესია ხელახლა  მოიხატა.

ილორის წმიდა გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრს წარმოად¬გენდა და დღემდე ასეთად რჩება. 23 ნოემბერს, გიორგობას, აქ იმართებოდა ილორობა - გიორგობის ხალხური დღესასწაული, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თავს იყრიდა. ილორობის დღესასწაული აღწერილი აქვს XVII საუკუნის იტალიელ კათოლიკე მისიონერს არქანჯელო ლამბერტის, რომელიც 1633-1649 წწ. ცხოვრობდა ოდიშის სამთავროში, სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ქართველი ეთნოლოგის სერგი მაკალათიას მიერ.

ილორობა 10 ნოემბერს (ახ. სტ. 23 ნოემბერი) იმართებოდა. დღესასწაულზე უამრავი მლოცველი იყრიდა თავს დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან - მეგრელები, აფხაზები, სვანები, იმერლები, გურულები, - შესაწირავი საქონლით, ვოტივური მისართმეველით - ფული, სანთლები, აბრეშუმის ქსოვილები, მოსართავები და სხვა, სვანეთის სალოცავებიდან სანთელ-საკმეველი იგზავნებოდა. ილორის წმ. გიორგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ხალხის რწმენით, ერთ-ერთი სასწაული იყო მის მიერ ილორობა ღამეს ხარის მოყვანა ეკლესიაში. მწუხრის ლოცვის შემდეგ ეკლესიის გალავნის კარებს ჩაკეტავდნენ და ხალხი ღამეს გარეთ ათევდა. დილით, როდესაც გალავნის კარებს გააღებდნენ, ნახულობდნენ ხარს, რომელიც წმ. გიორგისთვის იყო სამსხვერპლოდ განკუთვნილი. ამ სასწაულის საუწყებლად იწყებოდა ზარების რეკვა, ხალხი მადლობას სწირავდა წმ. გიორგის და ხართან ერთად ეკლესიას ლიტანიით გარს უვლიდა. იცოდნენ ამ ხარზე მკითხაობაც - ქვეყნის მომავალსა და მოსავლიანობაზე. შემდეგ ხარს გალავნის გარეთ გაიყვანდნენ და დაკლავდნენ. ხორცის უმეტესი ნაწილი რქებითურთ ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა, ოდიშის წარჩინებულ საგვარეულოებსაც თავისი წილი ჰქონდათ მიჩენილი; წილი იმერეთის მეფეს და გურიის მთავარსაც ეგზავნებოდა, დანარჩენი ხორცი წვრილ ნაჭრებად იჭრებოდა და ხალხში რიგდებოდა. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ, როგორც ბოროტისა და ავი სულისაგან დამცველს. 

ილორობა ყველაზე დიდი დღესასწაული იყო დასავლეთ საქართველოში და დღემდე ასეთად დარჩა. იგი იმართებოდა შუა საუკუნეებში, და შემდეგაც, და დღესაც იმართება გარკვეული სახეცვლილებებით.

     2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურული იერ-სახე საგრძნობლად შეიცვალა: ეკლესიას რუსული მცირე გუმბათი დააშენეს, ფასადი თეთრად შეღებეს, რომელსაც მოწითალო კანტები დაუყვება. ამით ეკლესიამ დაკარგა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლისათვის დამახასიათებელი იერი, დამახინჯდა მისი იერ-სახე და რუსულ სამრევლო, სოფლის ეკლესიას დაემსგავსა. აღმოსავლეთის ფასადი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. შეიცვალა ეკლესიის ინტერიერიც, ფრესკები შეათეთრეს. 

ილორის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურული იერ-სახის შეცვლამ შეაშფოთა როგორც ქართული, ისე აფხაზური საზოგადოება. ისევე, როგორც XIX საუკუნეში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს საბოლოოდ წაშალოს ქართული კვალი აფხაზეთში. წყარო: მოზაიკა





ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს სოფ.ბირკიანი ახმეტა კახეთი

3 0


ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

13 0


გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

5 0


ოთხთა X საუკუნე მართმადიდებლური ტაძარი სოფ. თექალდე ართვინი ტაო კლარჯეთი თურქეთი

9 0


თავკავთა წმ. გიორგის ეკლესიით და ციხესიმაგრით დახ. X საუკუნიდან გზა სოფ. წინარეხი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

21 0


იდლეთის იოანე ნათლიმცემლის ეკლესია VI საუკუნე სოფ. იდლეთი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

12 0


სანაგირე X-XI წმ. გიორგის ტაძარი სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი კახეთი აბესალომ ტურაშვილი სგან

4 0


ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1 0


ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

1 0


კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი

9 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

15 0


წმიდა გიორგის ვარდისუბნის ტაძრის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა, შუა საუკუნეები, ვარდისუბანი , თელავი, კახეთი

12 0


ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

8 0


კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

10 0


ქართვლის დედა 1958 წელი ხის ქანდაკება ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. დავით ფეიქრიშვილისგან

5 0


სოფელი გურჯაანი წმიდა გიორგის(ქაშუეთის) ტაძარი XVIII საუკუნე სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

13 0


ლექეთი(ლექართი) წმიდა ნინოს ტაძარი უფრო V-Vi საუკუნე, ლექეთი(ლექართი), კახი, საინგილო, აზერბეიჯანი

10 0


დათუნას ეკლესია X-XI საუკუნე, სოფელი დათუნა, შამილის რ-ნი, დაღესტანი, რუსეთი

8 0


გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. ქეთევან ფეიქრიშვილისგან.

26 0


ქვემო არხიზი IX-XI საუკუნე,წმიდა ნიკოლოზი, სამება ტაძრები კარაჩავო-ჩერქეზეთი, რუსეთი.

17 0


კულტურული მემკვიდრეობა


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0