თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ფარნაშვილი თეოდორე - მღვდელი.
2010 წლის 21 თებერვალს დიაკვნად კურთხევა. 2011 წლის 6 მარტს მღვდლად ხელდასხმა, იმსახურებს ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში.
21 თებერვალს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნე და თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული თეოდორე ფარნაშვილი.
6 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის დიაკონ თეოდორე ფარნაშვილს. მღვდელი თეოდორე ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.