ფრიდონიშვილი ისააკი მღვდელმონაზონი, საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2008. 7-13 თებერვალი, N4, გვ.3საპატრიარქოს უწყებანი N26 23-29ივლისი 2004წ გვ.9
ბერად აღკვეცა ნეკრესის მონასტერში
10 ივლისს, ნეკრესის მამათა მონასტერში მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (მელაძე) ბერებად აღკვეცა ნეკრესის მონასტრის მორჩილები: ზაზა (ფრიდონაშვილი), რომელსაც სახელად ეწოდა ისააკი, სერგი (ტუღუში), რომელსაც ეწოდა ესაია და ელგუჯა (პიტალსკი) - ეწოდა სერგი. ბერების აღკვეცას ესწრებოდნენ ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), სამღვდელოება და მრევლი. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაში, რომელიც ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებსა და საინგილოს მოიცავს, 2 მამათა მონასტერია. ამჟამად ნეკრესის ეპარქიაში 13 ბერი მოღვაწეობს.
წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრის კურთხევა
13 იანვარს, თბილისის მეტეხის ტაძრის ქვემოთ იკურთხა ახალი მონასტერი წმინდა დიდ- მოწამე აბო თბილელის სახელზე. ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა). ამავე წირვაზე ეპისკოპოსმა დიაკვნად აკურთხა ბერი (ფრიდონიშვილი). ისააკი იოანე საბანისძეს უძველესი ჰაგიოგრაფიული თხზულების მიხედვით, აბო თბილელს თავი მოჰკვეთეს იმ ადგილზე, სადაც ძველთაგანვე მდებარეობდა, ხოლო ამჟამად კვლავ შენდება ორმეოც სებასტიელ მოწამეთა ტაძარი — მეტეხის გადაღმა. აბო თბილელის ცხედარი ხიდზე გადაატარეს (იმ ხიდზე, რომელზეც მოგვიანებით ხვარაზმელთაგან ასი ათასი მოწამის მოწყვეტის შემდეგ „მოწამეთა“ ხიდს უწოდებდნენ) და იქვე დაწვეს, ხოლო ნეშტი მტკვარში ჩააგდეს – იმ ადგილთან, სადაც ამჟამად ახლად ნაკურთხი ტაძარი მდებარეობს. ამ წმინდა ადგილთან ერეკლე მეორემ კრწანისის ომში დამარცხების შემდეგ, თბილისის დატოვებამდე, საქართველოს დედაქალაქი წმინდა აბოს შეავედრა, როგორც დედაქალაქის მფარველს. იავარქმნილი სამლოცველო ნიშა საფრონოვის თაოსნობით მე-19 საუკუნეში აღადგინეს და მასში აბო თბილელის ხატი დააბრძანეს. ეს ნიშა მეორედ საბჭოთა მმართველობის დროს ხელყვეს. ახალი ხიდის მშენებლობას მასთან ერთად „მოწამეთა“ ხიდიც შეეწირა. ამჟამინდელი ტაძრის შენება თოთხმეტი წელი მიმდინარეობდა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ ბესარიონ მენაბდისა და მრევლის ძალისხმევით. არქიტექტორი რევაზ ჯანაშია. ქვით ნაშენი და ქვის ლორფინე- ბით გადახურული ტაძარი მრავალი კეთილისმყოფელის დახმარებით აშენდა (მათგან პირველნი იყვნენ დვალიშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები). კანკელის პროექტი მეუღლეებს ნიკოლოზ დადიანსა და ქეთევან აბაშიძეს ეკუთვნით. აბო თბილელის ტაძრის გვერდით განზრახულია ათთა ბევრთა თბილელთა სახელობის სამლოცველოს აღმართვა.
3 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ისააკს (ფრიდონიშვილი). მღვდელ-მონაზონი ისააკი თბილისის წმინდა აბო თბილელის სახელობის იმსახურებს. მამათა მონასტერში