ქლიბაძე დავით (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 22 ივლისი - 4 აგვისტო. გორისა და სამთავისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N18 22-28მაისი 2008წ გვ.6
18 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მედავითნეს დავით ქლიბაძეს. დიაკონი დავითი თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4 აგვისტო  2010წ გვ. 7
ხელდასხმა
18 ივლისს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დიაკვანს დავით ქლიბაძეს. მღვდელი დავითი ქავთარაძის ბაღთან მდებარე №7 საშუალო სკოლაში არსებულ სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა.