წიაბელაშვილი ვაჟა ალექსანდრეს ძე(23 თებერვალი 1958-18 ნოემბერი 1992) გარდაიცვალა ოჩამჩირეში ტამიშთან საბრძოლო ოპერაციის ჩატარების დროს, როდესაც ეძებდნენ ირაკლი ამირეჯიბის ცხედარს. დაკრძალულია თბილისში წმიდა ნინოს სასაფლაოზეd
ვაჟა ალექსანდრეს ძე წიაბელაშვილი დაიბადა 1958 წ. 22 თებერვალს ქ. რუსთავში, მოსამსახურის ოჯახში.
ვაჟას ადრე გარდაეცვალა მამა, დედამისს გასაზრდელად დარჩა სამი მცირეწლოვანი შვილი ორი გოგონა ღა ერთი ვაჟიშვილი. ვაჟა ამათგან ყველზე პატარა იყო. დედა ყოველთვის ცდილობდა ჩაენერგა შვილებისთვის სამშობლოსა და ერის სიყვარული, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია იგი იყო სულით უდრეკი, ერთგული, ზეღმიწევნით გულკეთილი, სამშობლოსა და ერის მოყვარული.
1971 წელს ღაამთავრა არასრული საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა ქ. თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში. 1976 წ. გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც კეთილსინდისიერად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე.
1978 წ. იცვლის პროფესიას და სწავლას განაგრძობს სავაჭრო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემღეგაც მუშაობას იწყებს სავაჭრო დარგში დღა ჰქმნის ოჯახს.
ვაჟა იყო სამი მცირეწლოვანი შვილის მამა. როდესაც სამშობლოს გაუჭირდა, 1992 წლის სექტემბერში, იგი მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად. იბრძოდა „მხელროონის“ რიგებში.
საბრძოლო მომზადება გაიარა ქ. თბილისთან, საგურამოში, რის შემდეგაც იბრძოდა აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშთან.
1992 წლის 16 ნოემბერს მტერთან ბრძოლაში გმირულად დაეცა სახელოვანი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ირაკლი ამირეჯიბი. ბრძოლის ველიდან ირაკლის გამოყვანა იმ დღეს ვერ მოხერხდა მტრის ინტენსიური შემოტევების გამო. ამიტომ ვაჟამ გაღაწყვიტა დაღუპული თანამებრძოლის გვამი გადაემალა, რადგან მტერი ულმობლად ასახიჩრებდა ჩვენი მეომრების გვამებსაც კი. ბრძოლის ველიდან ირაკლის გვამის გამოსატანად გვარდიელების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. რის შემდეგაც ვაჟამ გადაწყვიტა.
მხედრიოლებთან“ ერთად წასულიყო ჯავშანტრანსპორტიორით გვამის გამოსატანად. ჯავშანტრანსპორტიორის თავს ზემოთ მოექცა, რათა. იქიდან, დაენახა ადგილი სადაც ირაკლი ჰყავდა გადამალული ამ დროს მტრის მიერ გამოსროლილმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა ვაჟა. თანამებრძოლებს. ვაჟა გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ გადაჰყავდათ ოჩამჩირის საავადმყოფოში, მაგრამ მან გზაში დალია სული. ასე შესწირა მან სიცოცხლე 34 წლის ასაკში 1992 წლის 18. ნოემბერს ერისა და სამშობლოს სიყვარულს.
თანამებრძოლებმა ოჩამჩირის საავადმყოფოდან ვაჟა გადმოასვენეს ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია წმინდა ნინოს ძმათა სასაფლაოზე.
ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო