სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში

1955-1992 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გამიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.



გამიაშვილი გივი იოსების ძე(28 იანვარი 1955-2 ოქტომბერი 1992) საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი  გარდაიცვალა გაგრაში.

გიორგი იოსების ძე გამიაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 იანვარს, ქ. ახმეტაში, მუშის ოჯახში. 1962 წელს შევიდა ახმეტის საშუალო სკოლაში და 1972 წელს დაამთავრა 10 კლასი.

გიორგი გამიაშვილი 1974 წელს გაიწვიეს სამხედრო არმიის რიგებში, ხოლო 1976 წელს მოიხადა სამხედრო ვალდებულება.



საქართველოში გამოწვეული სიტუაციის გამო მან გადაწყვიტა ქ. ახმეტის მხედრიონში ჩარიცხულიყო. 1992 წლის 28 აგვისტოს წავიდა ქ. სოხუმში,შემდეგ კი იბრძოდა გაგრაში, 101-ე ბატალიონის შემადგენლობაში. ერთ-ერთი თავდასხმის დროს 2 ოქტომბერს ალყაში მოქცეულმა თავის თავზე აიღო დაცვა, რათა გადაერჩინა მეგობრები, თვითონ კი დაიჭრა და მოათავსეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,

გიორგი გამიაშვილი ღია ჭრილობით ისევ მალე დაბრუნდა სოხუმში საბრძოლველად. ეშერასთან ის და მისი თანამებრძოლები მოხვდნენ ალყაში.გ. გამიაშვილმა, როგორც ყოველთვის, თავის თავზე აიღო თავდაცვაზე დადგომა, ამ ბრძოლის დროს მან საქართველოს 18 ახალგაზრდის სიცოცხლე შეუნარჩუნა, თვითონ კი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მან ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა, აცრემლებული დატოვა მოხუცი მშობლები, ხუთი დედმამისშვილი, ყველა მისი მეგობარი, ყველას გული გვატკინა. გ. გამიაშვილი იყო.

ჭკვიანი, დინჯი და კეთილი პიროვნება, იგი თავის მეგობრებს გაჭირვების დროს ყოველთვის მხარში უდგა.


ნელი მერაბიშვილი


1992 წლის აგვისტოში წავიდა აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში.

1992 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ტამიშთან. ჰყავს ოთხი და და ერთი ძმა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდა, განათლებული ახალგაზრდა იყო. მეტსაც გეტყვით იგი დაინტერესებული იყო გაზეთებითა და მხატვრული ლიტერატურით. ახმეტელებს სწორედ წიგნებით ხელში ახსოვთ გიორგი გამიაშვილი. როდესაც აფხაზეთის ის ავადსახსენებელი ომი დაიწყო, გიორგი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგში. ომიდან იგი დაჭრილი დაბრუნდა.  ორი კვირაც არ იყო გასული, რომ გაიგო ახალი ჯგუფი მიდიოდა საბრძოლველად.  მანაც უყოყმანოდ კვლავ ბრძოლისაკენ გასწია.

ოჯახმა ტელეფონით შეიტყო გიორგის გარდაცვალების შესახებ.  შვილის სიკვდილს ვეღარ გაუძლეს მშობლებმა და მალევე გარდაიცვალნენ. ყველაზე მეტად იმას განიცდიდნენ, რომ გიორგი დასაოჯახებელი იყო

დის (მარიამ გამიაშვილი ) მოგონება


ძალიან თავმდაბალი იყო გიორგი. უყვარდა კითხვა, სულ წიგნებით ხელში დადიოდა. სიცოცხლის ბოლოს მორწმუნეც კი გახდა. ბიბლია მოიტანა სახლში და გვთხოვდა ოჯახის წევრებსაც წაგვეკითხა. მაშინ იმ დროს ხალხი ამ კუთხით უმეცარი იყო. ის კი ჭეშმარიტი მორწმუნე.

ჩემი ძმა ყველას მიმართ გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ყურადღებით ეპყრობოდა დიდსა თუ პატარას, მოხუცსა თუ ახალგაზრდას. ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდა იმას, რომ მოკლე წუთისოფელი ჰქონდა და ბევრი რამ უნდა მოესწრო. გულიანი და თბილი ადამიანი იყო. 


 გიორგი დედმამიშვილებთან ერთად

ყველა ომმა ჩვენს თავზე გადაიარა…

და-ძმა  ია და ლევან გამიაშვილები


პატრიოტიზმი ჩვენს ოჯახში პირველ ადგილზე იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. მამაჩემს სამი ომი ჰქონდა გამოვლილი ფინეთთან, იაპონიასთან და გერმანიასთან, მას ჩვენ ,,სამ ომგამოვლილს” ვეძახდით. პაპა ჩვენიც ომის მონაწილე იყო. შეიძლება ითქვას, სამხედრო სამსახურის სიყვარული ჩვენ გენში გვაქვს. ყველა ომმა ჩვენს თავზე გადაიარა, ომი კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ რა სასტიკი და დაუნდობელია, მისი სიმძიმე უკვე გამოცდილი გვქონდა, ამიტომ როდესაც გიორგი ომში მიდიოდა, ვტიროდით და ვემუდარებოდით - ძალიან ფრთხილად იყავი, შენ ჩვენ ჯანმთელი და ცოცხალი გვჭირდები”-ო, მაგრამ მისი ჯიუტი თვალები სულ სხვას ამბობდნენ ,,მე მამულს უფრო ვჭირდები”-ო.

ვისაც გინდა კითხოთ, მასზე ყველა კარგს გეტყვით. არასოდეს ორი პერანგი ერთდროულად  არ ჰქონია, ერთს ყოველთვის სხვას, მასზე უფრო გაჭირვებულს აძლევდა.

კითხვა ძალიან უყვარდა, წერდა კიდეც, ხატავდა. სპორტზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთი მოსწონდა. თამაშობდა აგრეთვე ბილიარდსაც.

აფხაზეთის ომში რომ წავიდა, უკვე მე-II ხარისხის ორდენოსანი იყო, მანამდე მაშველად იყო მოხალისედ.

გიორგის, მარტო სამშობლოსთვის კი არა მეგობრებისთვისაც შეეძლო თავის გაწირვა, თბილისელი მეგობარი, გაგლოშვილი თამაზი ბრძოლის ველიდან შინელზე დაწოლილი (იმის გამო, რომ დაჭრილი მეგრძოლი მძიმე იყო) კილომეტრების გავლით გამოათრია და გადაარჩინა.

. . . თვითონაც დაიჭრა. გაგრის საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმები ამბობდნენ: ბეწვზეა გადარჩენილი, ჯავშან-ჟილეტი რომ გავხადეთ სულ დაჩვრეტილი იყოო.

მიუხედავად ამისა, გადარჩენილი ვაჟკაცის უტეხი სული, მაინც არ გატყდა. კარგად არ ჰქონდა ჭრილობა შეხორცებული, რომ ისევ ბრძოლის ველისაკენ გასწია. ვთხოვდით აღარ წასულიყო, ჭრილობა მაინც მოიშუშე-ო. ამაზე გვიპასუხა: - ,,რას ამბობთ, იქ ისეთი ბიჭები მელოდებიან, მე აქ რა ვაკეთო”-ო.

. . .  წავიდა და აღარც დაბრუნებულა, როდესაც სოხუმი დაეცა, ის ერთ-ერთ ხიდს იცავდა. სწორედ იქ დაიღუპა, ჩვენი საყვარელი და საამაყო ძმა, დღეს უკვე გმირი - გიორგი გამიაშვილი


 გიორგი თანამებრძოლებთან  ერთად

ნოსტალგია


კლდის კალთაზე იდგა მუხა, ძლიერი აღნაგობით. ასაკიც ხელს უწყობდა, მაგრამ ძლიერად ვეღარ იდგა მიწაზე როგორც მუხას ჩვევია, ერთი ნახევარი უფსკრულს გადასცქეროდა, მეორე ნახევარით კი კლდეზე იყო შეხამებული. იყო კიდევ ერთი ურჩი ტოტი ამ მუხაზე, ის არცერთ ნახევარს არ ეკუთვნოდა, თავისთვის იყო გაზრდილი განზე, ყველაზე შორს შუა გულისაგან - პატარა ყლორტი ამოსულიყო, ყლორტი არც ითქმოდა, შვიდი-რვა ფოთოლი იყო მაზე, სულ პირველად ორი ფოთოლი გაიზარდა, მასზე დაყრდნობით  გაიმაგრეს ყუნწები დანარჩენმა ექვსმა ფოთოლმა და არასოდეს ავიწყდებოდათ ეს, სხვა ფოთლებისგან განსხვავებით თანაბრად ინაწილებდნენ მზესაც და ნამსაც. ქარსაც ერთად უმკლავდებოდნენ. ერთი მათგანი უფრო გათამამდა სხვებთან შედარებით და მეტის ცოდნა მოუნდა. მოეწყინა ერთ ადგილზე ყოფნა,  ერთ ღამესაც ქარს მოელაპარაკა და გაიპარა, მთელი მინდორი გადაიფრინა, სოფელი, მდინარე. ბევრი ნახა და ბევრიც მოისმინა, მაგრამ როცა საბოლოოდ დაეშვა მიწაზე უცხო ხის ძირში - მოენატრა და ინანა, რომ იმ კლდეზე არ იწვა, რომლის კალთაზეც თავისიანებთან ერთად ცხოვრობდა საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით...

... ეს ნოველა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაწერა. მისი გადმოცემით მუხა ჩვენი დიდი ოჯახი იყო, თავნება ფოთოლი კი თვითონ. მას თითქოს მაშინვე უგრძნობდა გული,  რომ  იმ ფოთლის ბედი ეწეოდა, რომლის ცხოვრებასაც აღწერს ამ პატარა ნოველაში -(თქვა ქალბატონმა იამ და ყელში მოწოლილი დარდი სევდიან ოხვრას ამოაყოლა...)

თანაკლასელის (ბელა წიკლაური) მოგონება


ძალიან მიჭირს წარსულში გივი (გიორგი) გამიაშვილზე საუბარი. გარდა იმისა, რომ ჩვენ თანაკლასელები ვიყავით, სკოლისაკენ სავალი გზაც ერთი გვქონდა. გივი ძალიან თბილი და ყველა დადებით თვისებასთან ერთად გულჩათხრობილი ახალგაზრდა იყო. მაშინ ამას ჩვენ ახალგაზრდები ყურადღებას არ ვაქცევდით. ის ხომ მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო და ბუნებრივია, მათ ოჯახსაც ალბათ ეკონომიურად უჭირდა. სწავლობდა საშუალოდ. განსაკუთრებულად გვიყვარდა ჩვენი პედაგოგები: ოთარ მამულაშვილი, აგუსია ნადირაძე, ნინა ვორონინა, ზინაიდა ოგანეზოვი. თითოეულმა ჩვენმა მასწავლებელმა ღრმა კვალი დააჩნია ჩვენი ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში. გივი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა ყველასგან

თანაკლასელი - სოფიკო ქიშოშვილი

1962-66  წლებში, ჟალურის 8 წლიან სკოლაშვი ვსწავლობდით ერთად. ნიჭიერი იყო. მასწავლებლის მიერ ახსნილ გაკვეთილს ისე მოყვებოდა, თითქოს უკვე ნასწავლი აქვსო. გულჩათხრობილი იყო, ადვილად ვერ გაიგებდა ადამიანი ამ პატარა ბიჭს, რა სტკიოდა და რა უხაროდა, გულში რა ედო. ნიჭიერსა და სწავლის მოყვარულს წიგნების კითხვა განსაკუთრებით უყვარდა, უფრო მეტად სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობდა.  ,,მაინ რიდის - ოცეოლა” - რამდენჯერმე მაქვს წაკითხულიო ამბობდა-ხოლმე. გიორგი ყველას ძალიან გვიყვარდა, გულწრფელად გამოხატავდა, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდით თუ ეს პატარა ბიჭი გმირი გახდებოდა. სამშობლოსთვის უყოყმანოდ გაწირავდა თავს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.09.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0