თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
შერაშაშვილი სალომე - იღუმენია.
2005 წლის 14 აგვისტოს მონაზვნად აღკვეცა. 2013 წლის 06 იანვარს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენიას წოდებით; კუმისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.
14 აგვისტოს კუმისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში სამონაზვნე რიფსიმე (შერეშაშვილი) აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი სალომე. აღკვეცის წესი შეასრულა იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი).
6 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა კუმისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, მონაზონ სალომეს (შერაშაშვილი).