Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.19 ბაქარი(1700-1750) 1717 -1719 წწ ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1160      

4.19 ბაქარი(1700-1750) 1717 -1719 წწ ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით)(7აპრილი 1700-1 თებერვალი 1750)  1716–1719ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. 1724მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. რუსეთში ისინი ატარებდნენ გრუზინკსის გვარს. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. გახდა წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან ( ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.

სიკვდილის წინ მან ფიცი დაადებინა შვილს, ალექსანდრეს, რომ ქართლის მეფის ტახტს დაიკავებდა.[3]დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში — დონის მონასტერში.