
2024 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა თბილისის (უზნაძის ქუჩაზე მდებარე) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ცხვარიაშვილი.
დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება, 2024 წლის 22 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ცხვარიაშვილი გაბრიელ მღვდელი, თბილისის (უზნაძის ქუჩაზე მდებარე) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გარდ. 2024წ. სხვა წყარო ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოვება
5 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით –- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი); გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მარტყოფის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ ცხვარიაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ხაჩიძე .