წითური ლუკა  მღვდელი, ინტერვიუ გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორთან, კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. თბ., 2009. 5-18 თებერვალი, N3 (116), გვ.30-31
 საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7
დაჯილდოება 
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე;  პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.
2024წ. წლის 20 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა. მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, ლაზარე კანდელაკი, გობრონ ზივზივაძე და ლუკა წითური.
წითური ლუკა დეკანოზი, ქუთაის-გაენათის  ეპარქია, 2024წ. 
საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
11 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი სხირტლაძე -– გამშვენებული ჯვრით; მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; დეკანოზი ილია კარკაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლუკა წითური – გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ილარიონ კვიმსაძე “–- დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით.