ჭინჭარაული ირაკლი მღვდელი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით, საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2009. 16-22 აპრილი, N13 (499), გვ.10.ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
12 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ირაკლი ჭინჭარაული – ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები:  არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).

ჭინჭარაული ირაკლი დეკანოზი ყოველთა წმიდათა ტაძრის მღვდელმსახური 2025წ. მდგომარეობით