სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

300       ბეჭდვა

ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო

მერაბ კვიტაშვილი სიმონის ძე (1902-1991) პოლიტიკოსი სოფ.ევლევი ამბროლაური რაჭა

მერაბ კვიტაშვილი სიმონის ძე (2 ივლისი 1902-1991) ჩერჩილი ეხუმრა მერაბს არ გყოფნით სტალინი ამხელა სახელმწიფოს რომ მართავთ და კიდევ ძველი დიდება გინდათო  1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სამი ქვეყნის - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთის მეთაურებს - სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს მომავალი. კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი ქართველი თანამშრომლები წარმოადგენდნენ, დიდ ბრიტანეთს ასევე ქართველი მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი). იცოდა ქართული, რუსული, ინგლისური და სპარსული.

სამთო ინჟინერი, დიდი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი და რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორი მერაბ კვიტაშვილი 1902 წლის 2 ივლისს დაიბადა რაჭაში, სოფელ ველევში. მამამ, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა XIX საუკინის 80-იანი წლების ბოლოს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იურისტის დიპლომით დაბრუნდა საქართველოში. დედა მართა (მათიკო) თავად პლატონ მიქელაძის ასული იყო. სიმონს და მართას ოთხი შვილი – ნინო, მერაბი, თამარი და ვახტანგი შეეძინათ. მალე სიმონი ბაქოში გადავიდა სამუშაოდ. ის აკაკი ხოშტარიას საზოგადოება "რუპენტოს" (Русско-персидское нефтияное товаричество) ხუთი დირექტორიდან ერთ–ერთი იყო. I მსოფლიო ომის წინ ბაქო მსოფლიო სანავთობე ინდუსტრიის ცენტრი იყო. იმ პერიოდში იქ თავი მოიყარეს ნავთობის ინდუსტრიის პირველხარისხოვანმა ქართველმა ფინანსისტებმა და იურისტებმა. სვიმონ კვიტაშვილი, მეუღლესთან ერთად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1910 წელს ის იყო ბაქოში დაარსებული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გ. თაქთაქიშვილის მოადგილე, შედიოდა ამავე საზოგადოების სამეურნეო კომისიის შემადგენლობაში.

ბაქოში კვიტაშვილების ბავშვებს გუვერნანტები ასწავლიდნენ ფრანგულს და გერმანულს. 1918 წელს მერაბ კვიტაშვილი ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1919 წელს კვიტაშვილების ოჯახი დროებით ლონდონში გადასახლდა და გვარად "კეი" მიიღო. მერაბი ჯერ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ოქსფორდის ირუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ის ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინჰემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთამანდო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.

თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მერაბ კვიტაშვილი მუშაობდა ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში. II მსოფლიო ომმა აფრიკაში, განაში (ოქროს ნაპირი) მოუსწრო, სადაც ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მერაბმა მაშინვე ბრიტანეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოხალისედ ჩაირიცხა ინგლისის არმიაში. დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო–საინფორმაციო სკოლა. ჩრდილოეთ აფრიკაში ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას, რამდენჯერმე მსუბუქად დაიჭრა. 1942 წელს კი სერიოზული ჭრილობა მიიღო თავის არეში და დროებით მხედველობა დაკარგა. კონტრდაზვერვის ოფიცრად იყო ლიბიაში, ირანში, იმოგზაურა ფერეიდანში და დიდი ფოტო, ფონო და ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, სიგელი, ჯილდო.

1942 წლის შემოდგომაზე, როდესაც გერმანელები ამიერაკვკასიას მიუახლოვდნენ მოკავშირეთა წინაშე გერმანიის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. მერაბ კვიტაშვილი წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით".

მერაბ კვიტაშვილის პასუხები ინგლისელებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. გაითვალისწინეს მისი სამხედრო კარიერა, საინჟინრო განათლება, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნა და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. "მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" – დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. 

თავის "მემუარებში" მერაბ კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, თუ როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, და რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ერთ დღეს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. შემდგომში ორჯერ მოუწყო ბერიამ კვიტაშვილს თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. საბოლოოდ, სპარსეთში ბრიტანეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ საბჭოთა საელჩოს პასუხიმგებელ წარმომადგენლებს მკაცრად და არაორაზროვნად მოსთხოვეს თავი დაენებებინათ ნიკოლას კეისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს საბჭოთა აგენტებმა მისი თვალთვალი.

მერაბ კვიტაშვილის "მემუარებში" მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე თეირანში: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი – სტალინი–ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან... მთელი იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიო ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასდროს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც ყველას თუა არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელს და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"... – ეს ვრცელი ამონარიდი გვიჩვენებს თუ რა როლი დააკისრა II მსოფლიო ომის ამ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს.

ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით "ნიკო რაჭველი". იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა.

1951 წელს მერაბ კვიტაშვილი პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი – ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა, მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ისინი აშშ ცხოვრობენ.

მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა. http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000090/

საინტერესო სტატია კვირის პალიტრა https://www.kvirispalitra.ge/history/8871-kaci-romelsac-khelth-epyra-msoflios-bedi.html

საინტრსო ვიდო  https://www.myvideo.ge/v


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0