ხუმარაშვილი პეტრე იოანეს ძე დაბ. დედოფლისწყარო. დეკანოზი კახის წმიდა გიორგი 2024წ
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6
1 ნოემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროს. და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა და პაატა ხუმარაშვილი და სახელად პეტრე უწოდა. დიაკონი პეტრე დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28აპრილი 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
28 მარტს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს პეტრე ხუმარაშვილს.
დაჯილდოება
12 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა ეპარქიებში მოღვაწე სამღვდელოება: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, სქემარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) –- მეორე გამშვენებული ჯვრით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სამლვდელოება: არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი) -- მეორე გამშვენებული ჯვრით. იღუმენი ონოფრე (წულაძე) - არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ვრით; იღუმენი ონოფრე (წულაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.