სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.3   გიორგი II(ავ-გიორგი), 1469-1513წწ გარდ. 44 წელს. ალექსანდრე I-ისა და დედოფალ ანას ძე.  ლევან მეფის მამა. (1469-1513) 1511-1513 წწ. კახეთის მეფე, მოღვაწეობდა გრემში, ყვარელი

1469-1513 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

289       ბეჭდვა

5.3 გიორგი II(ავ-გიორგი), 1469-1513წწ გარდ. 44 წელს. ალექსანდრე I-ისა და დედოფალ ანას ძე. ლევან მეფის მამა. (1469-1513) 1511-1513 წწ. კახეთის მეფე, მოღვაწეობდა გრემში, ყვარელი

გიორგი IIავგიორგი (დ. 1469 — გ. 1513) — კახეთის მეფე 1511-1513 წლებში, ალექსანდრე I-ისა და დედოფალ ანას ძე. ჯერ კიდევ გამეფებამდე უთანხმოება ჰქონდა მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა. გიორგი არ იზიარებდა მამისა და ძმის პოზიციას — ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად რამდენიმეჯერ ილაშქრა კიდეც ქართლში. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავგიორგი უწოდეს და ასეთი ზედწოდებით შევიდა კიდეც საქართველოს ისტორიაში.

ქართლისადმი დამოკიდებულება ავგიორგის გამეფების შემდეგაც არ შეუცვლია და კვლავ აგრძელებდა მეზობელი სამეფოს რბევას. გიორგის წინააღმდეგ ბრძოლა ითავა ქართლის მეფე დავით X-ის ძმამ ბაგრატმა1512 წელს გიორგიმ ალყა შემოარტყა ბაგრატის რეზიდენციას, ქსნის ციხეს, მაგრამ სამი თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო, თუმცა ქართლის რბევას შემდეგაც განაგრძობდა.

1513 წელს კახეთის მეფე ქართლში მორიგი „გმირული“ ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ჯარის ძირითადი ნაწილი წინ გაუშვა, თავად კი მცირე ამალით უკან მიჰყვებოდა და ნადირობით იქცევდა თავს. ძალისის ხევში (მცხეთისმახლობლად) მას ბაგრატი ჩაუსაფრდა. ამჯერად არ გაუმართლა ავ-გიორგის და ქართლის მეფის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. დატყვევებული გიორგი ქსნის (მტვერის) ციხეში გამოკეთეს, სადაც მალევე სიცოცხლეს გამოასალმეს.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0