სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მართლმადიდებლური ტაძრები
თაბორის მთის ფერისცვალების ეკლესია მოღვაწე მამები თაბორის მთის ფერისცვალების ეკლესია მოღვაწე მამები
ბმულის კოპირება

მართლმადიდებლური ტაძრები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

146       ბეჭდვა

თაბორის მთის ფერისცვალების ეკლესია მოღვაწე მამები

თბილისის თაბორის ციხის ეკლესიაზე მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. 1392 წელს შედგენილ საბუთში ვკითხულობთ: “... ტფილისის იქით ლეღვისხევი ჩამოვარდება თაბორის ეკლესიის ჩამოსწვრივ წყლის პირამდისინ... ”. იხსენიება ის 1429 წლის საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის გუჯარშიც. ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის ქალაქის გეგმაზე თაბორის ქედზე ეკლესიაა აღნიშნული.


ფერისცვალების ეკლესიის შესახებ პლატონ იოსელიანი წერდა: „ციხე თაბორისა ანუ ყორჩი-ყალა ტფილისის სამხრეთით არსებულა და იცავდა ქალაქის სამხრეთ ანუ განჯის კარს. დიდების დროსა იგი ქვის კედლებით იყო შემორაგული, მის ბრტყელ მწვერვალზე კი უფლის ფერისცვალების ეკლესია იყო აშენებული. ერთიცა და მეორეც 1618 წელს შაჰაბას დიდმა ააოხრა. როსტომ მეფის აღდგენილი, ის ნადირშაჰმა დაანგრია, რომელიც ტფილისს 1735 წელს დაეუფლა. 1743 წელს ეს ეკლესია, მისივე ბრძანებით კვლავ ააშენეს. 1759 წელს მეფე ერეკლემ განდევნა იქიდან მასში გამაგრებული აბდულა-ბეგი და იქვე დიდი ზომის ზარბაზნები დააყენა. აღამაჰმად ხანმა ეს სიმაგრეც ააოხრა და დაშლილი ეკლესიის ნაშთებიც. ამ ცხოველ ხატულ მთაზე შენობების არსებობის რაიმე კვალიც არ ჩანს. ასე უჩინარდება თვით ნანგრევებიც!“.


1898 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“ ვკითხულობთ, რომ„... თაბორის მთის ბრტყელ წვერზე, საიდანაც შეიძლება თითქმის მთელი თბილისის დანახვა, იდგა უფლის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც დაანგრია შაჰაბასმა 1618 წელს, დანგრეული ეკლესიის ნანგრევებიც გაქრა 1795 წელს, აღამაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ. თბილისის ფერისცვალების ტაძარი მეტეხის ტაძარზე იყო მიწერილი“.

თაბორის ეკლესიაზე ლაპარაკობს მოსე ჯანაშვილიც: „ტაძარი სახელსა ზედა ყველა ურვეულთა ნუგეშისცემისა თაბორის მთას, ქრისტეს ცხოვრებაში მას თავისი ადგილი უკავია. მთას ფერისცვალების ეკლესიის აშენების შემდეგ შეერქვა თაბორი“.

1995 წელს საპატრიარქო სდაკვეთით თაბორის მთაზე დაიწყო ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა. ახალი, „ნახევრადთავისუფალი ჯვრის“ გეგმის მქონე ტაძრის საძირკველი 1996 წელს ფერისცვალების დღესასწაულზე 19 აგვისტოს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. თაბორის მთაზე ახალი ფერისცვალების მამათა მონასტრის მშენებლობა 2001 წელს დამთავრდა.

წინამძღვარი აქრიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

იესე მახათაძე.

იოანე ცუხიშვილი,

საბა ნოდია, 

მოსე გელოვანი, 


კეკელია ემანუელ (ნიკა) კახას ძე დაბ. 05 ივლისი 2004წ. სოფ. ღანირი სამტრედია 2021წ. მორჩილის შემოსვა კაბით, 2022წ. მონაზონი მცირე სქემა. 28 აგვისტო 2022წ. დიდი ანგელოზებრივი სქემა თაბორის მთლის მამათა მონასტერი

ნექტარიოს ციბაძე, 

გრიგოლ ციმაკურიძე, 

ზოსიმე გუშარაშვილი

ბერი  ანტონ შელია



მონაზონი ემანუელ კეკელია - ერისკაცობაში ნიკა კეკელია(სახელი მოგვიანებით შეცვლილი აქვს საბუთებში ოფიციალურად - ემანუელი) დაიბადა 2004 წლის 5 ივლისს, ქალაქ სამტრედიაში. დედა - მარიამ მიქელაძე(1982), მამა - კახა კეკელია(1974), ძმა - ნიკოლოზ კეკელია(2022). 2010 წელს შევიდა სამტრედიის რაიონ სოფელ ღანირის საჯარო სკოლაში და 2022 წელს დაასრულა(ექსტერნატის ფორმით). 2014 წლიდან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში(ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა.) რომლებსაც წარმატებით ასრულებდა შესაბამისი დამადასტურებელი სერთიფიკატებით. ეკლესიურ ცხოვრებაში აქტიურად ბავშვობიდანვე ერთვება,  ხოლო 2016 წლის 6 მაისს ინათლება ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში არსებულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში(სოფ.ჭაგანი).  2017 წლის 8 თებერვლიდან სტიქაროსნად(მნათე) ემსახურებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს(მარგალიტაშვილი) - რომლის გარდაცვალების შემდეგ მსახურებას აგრძელებს ამავე ეპარქიაში არსებულ ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში(სოფ.ფარცხაყანევი). 2019 წლიდან  სისტემატიურად სტუმრობდა თბილისის, თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერს. 2020-21 წლიდან იგი სამონაზვნო ცხოვრებისთვის ზემოთხსენებულ მონასტერში მიდის, 16 წლის ასაკში იგი ტოვებს საერო ცხოვრებას. 2021 წლის 1 აგვისტოს მონასტრის იღუმენის მიერ იმოსება სამონაზვნო მორჩილის კაბით. 2022 წლის 16 აპრილს იგი აღკვეცილ იქნა მონაზვნად მცირე სქემაში, ამავე წელს ე.კეკელია წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ირიცხება თბილისის საღმრთისმეტყველო უნივერსისტეტში(სასულიერო აკადემია-სემინარია).


2022 წლის 28 აგვისტოს(მარიამობა) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე, ამავე მონასტერში ღკვეცს მას დიდსა და ანგელოზებრივ სქემაში და უწოდებს სახელად - ემანუელს. 

სქემმონაზონი ემანუელი(კეკელია) ამჟამად მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას, მსახურობს თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში და სწავლობს თბილისის საღმრთისმეტყველო უნივერსიტეტში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.03.2024
ბოლო რედაქტირება 31.03.2024
სულ რედაქტირებულია 3





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0