გუგენიშვილი გიორგი მღვდელი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა, საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2009. 16-22 აპრილი, N13 (499), გვ.10 ფონიჭალა 2012წ.საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
5 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ გვ. 5
5 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია); გამშვენებული ჯვრით — ფონიჭალას დასახლებაში მდებარე, 153 საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი.