სულ ვიზიტორი : 589856554
განთავსებული სტატია : 8646

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.6 დავით I  1601 -1602 წწ. კახეთის მეფე მოღვ. გრემი ყვარელი 5.6 დავით I  1601 -1602 წწ. კახეთის მეფე მოღვ. გრემი ყვარელი

1547       ბეჭდვა

5.6 დავით I 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე მოღვ. გრემი ყვარელი

დავითი სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ 1601 წლის ოქტომბერში გამეფდა. 1601 წელს ავადმყოფ მამას დავითმა სამეფო ნიშნების გამოგზავნა მოსთხოვა. ალექსანდრემ შვილს სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი გაუგზავნა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. უკვე 1602 წელს „მეფე კახთა დავით და დედოფალი ქეთევან და ძენი მათნი თეიმურაზ და ბაგრატ გლეხებს სწირავენ ნინოწმინდას“. ქართული წყაროების მიხედვით დავითი მრისხანე და ამაყი ყოფილა, ხოლო გიორგი ყმათათვის კეთილი და უხვი და ამისთვის უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა[1]. დავითის ცუდკაცობაზე ჩივოდნენ რუსი ელჩებიც: ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი.


დავითს უკმაყოფილო ფეოდალებმა გიორგი ბატონიშვილს სთხოვეს შეთქმულების ხელმძღვანელობა. გიორგი დათანხმდა და ძმის ღალატით მოკვლა განიზრახა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა. დავითი თავზე წაადგა ძმას, როდესაც იჭურვებოდა, წამოიყვანა და „თორღის ციხეში პატიმარ-ყო“, თორმეტი მასთან შეფიცული კახელი ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და სხვები დააპატიმრა. ამ არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დავით I-მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დავითი ამაზე არ შეჩერებულა. მამაც დააპატიმრა და კახეთს თვით განაგებდა. დავით I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები, რომლებმაც დავით I-ს რუსეთის მეფის ერთგულების ფიცის წიგნი მიაღებიეს. ქართველი ელჩის კირილეს სიტყვებით, ალექსანდრეს საჯაროდ საშინელი წყევლით შეუჩვენებია შვილი, როცა ამ უკანასკნელმა ალავერდის ტაძრის კრიბჭესთან ააჩეხინა ალექსანდრეს ერთ-ერთი ერთგული ქვეშევრდომი. ექვსი თვე იბატონა დავითმა და შემდეგ რაღაც საშინელი სენით გარდაიცვალა 1602 წელს.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 15.11.2021





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


კონდამიანი (კოზმა და დამიანე) VI-VII საუკუნე სოფ. კისიხევი, თელავი, კახეთი

32 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

2 0