სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11145

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნემსაძე ფატიმა ანზორის ასული დ.1967წ. რუსტავის  წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერის წინამღვარი. დაბ. ლენტეხის რაიონი. ნემსაძე ფატიმა ანზორის ასული დ.1967წ. რუსტავის  წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერის წინამღვარი. დაბ. ლენტეხის რაიონი.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნემსაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

277       ბეჭდვა

ნემსაძე ფატიმა ანზორის ასული დ.1967წ. რუსტავის წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერის წინამღვარი. დაბ. ლენტეხის რაიონი.


მონაზონი სერაფიმა

ერისქალობაში: ფატიმა ანზორის ასული ნემსაძე.

დაიბადა: 20.04.1967 წ. (ლენტეხის რაიონი)

ანგელოზის დღე: 15 იანვარი და 1 აგვისტო

სამონაზვნედ კურთხევა: 23. 09. 2006 წ.

მონაზვნად აღკვეცა: 28. 08. 2009 წ.

ვრცლად: მონაზონი სერაფიმა (ერისქალობაში: ფატიმა ანზორის ასული ნემსაძე) დაიბადა: 20.04.1967 წ. ლენტეხის რაიონში.

მშობლები: მამა _ ანზორ ნემსაძე, პროფესიით ეკონომისტი. 

დედა _ თამარ ფერცულიანი, ექთანი (მედდა).

მოინათლა 1990 წლის 19 იანვარს ქ. თბილისის ანჩისხატის სახელობის ეკლესიაში.

1983 წელს ფატიმა ნემსაძემ დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარების საშუალო სკოლა.

1986-1992 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე.

1993-1994 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის # 7_ე საშუალო სკოლის პედაგოგად.

1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში, კერძო ბანკ "კვალში".

1998-2005 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ბიზნეს ცენტრ სასტუმრო "რუსთავში".

1997 წლიდან ხდება ქ. რუსთავის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამლოცველოს მრევლი. (მოძღვარი დეკანოზი დიმიტრი გორგიძე).

2005 წლის დიდმარხვაში დეკანოზ დიმიტრის კურთხევით წავიდა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში, სადგერის დედათა მონასტერში მორჩილად.

2006 წლის 23 სექტემბერს მოხდა ფატიმას სამონაზვნედ კურთხევა და ეწოდა სახელი ევგენია.

2006 2009 წლებში მორჩილი იყო ჯერ ფოკის დედათა მონასტერში, შემდეგ კი რუსეთში, სერაფიმო-დივეევოს დედათა მონასტერში.

2009 წელის 28 აგვისტოს ბორჯომ _ ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ სამონაზვნე ევგენია აღკვეცა მონაზვნად და სახელი უწოდა სერაფიმა. 2011 წლიდან მონაზონი სერაფიმა არის რუსთავის ეპარქიაში.

2014 წლის 28 აგვისტოს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქ. რუსთავის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი, სადაც მონაზონი სერაფიმა დადგინდა წინამძღვრად, ცხოვრობს მორჩილ მართასთან ერთად.

2015 წლის ივლისიდან, მონასტრის ტერიტორიაზე, დაიწყო წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დღეს დასრულებულია და მიმდინარეობს ეკლესიის შიდა და გარე მოწყობითი სამუშაოები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.06.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0