სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10538

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვასილ კარგალეთელი დიმიტრის ძე (1880-1946) რუსეთის გენერალი დაბ. თბილისი Василий Дмитриевич Каргалетели

1880-1946 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კარგალეთელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ვასილ კარგალეთელი დიმიტრის ძე (1880-1946) რუსეთის გენერალი დაბ. თბილისი Василий Дмитриевич Каргалетели

ვასილ კარგალეთელი დიმიტრის ძე (29 ივლისი 1880-1946)  რუსეთის, საქართველოს და აზერბეიჯანის გენერალ მაიორი.მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.  დაკრძალულია თეირანში რუსულ სასაფლაოზე.


ფოტო სიმბოლურია 

ვასილ კარგარეთელი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის (ახლანდელი თბილისი) პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში (1901). სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად 1899 წლის 2 სექტემბრიდან. 1901 წლის 13 აგვისტოდან მსახურობდა ლეიბ–გვარდიაში სანქტ-პეტერბურგის პოლკში, შემდეგ გვარდიული ქვეითების რეზერვში (11 ივლისი, 1902 — 17 აპრილი, 1903), გორის 259-ე ქვეით პოლკში, 1903 წლის 17 აპრილიდან – არმიის პოდპორუჩიკი; 1905. 15.05–დან – პორუჩიკი; 1908. 09.08–დან შტაბს-კაპიტანი. 1913 წელს ვასილ კარგარეთელმა დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით, რის შემდეგაც გენშტაბის ბრძანებით მიავლინეს კავკასიის ქვეითთა პოლკის როტის მეთაურად. მონაწილეობდა (1914–1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლის 24 დეკემბრიდან იყო კაპიტანი; 1915–1916 წლებში მსახურობდა კავკასიის კაზაკთა პირველი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად, შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის არმიების მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტირმაისტერის სამმართველოში; 1916 წლის 27 აგვისტოდან დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად; 1917 წლის 18 ივნისიდან დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროს ადიუტანტად. 1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან ვასილ კარგარეთელი მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წლის 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად. 1920 წლის 24 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის №6 ბრძანებულებით — „განსაკუთრებული დამსახურებისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე“ მიენიჭა „გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდება. 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ვასილ კარგარეთელი დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლად. 1920 წლის ნოემბერში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან სერგო ორჯონიკიძის პირადი განკარგულებით. 1920 წლის ბოლოდან ვასილ კარგარეთელი ცხოვრობდა სპარსეთში. იგი დასახლდა თეირანში და ყოველდღე გადიოდა ბაზარში, სადაც მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის ჩამოხსნა-აკიდებაში. ამით შოულობდა დღეში რამდენიმე ყრანს (ყრანი — 30 კაპიკი) თავისი ოჯახის გამოსაკვებად. მიუხედავად ამისა უცხოეთშიც აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი. ამასობაში ირანში მდგომარეობა შეიცვალა, 1925 წელს რეზა-ხან ფეხლევიმ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. ამ მიზნით იგი დაუახლოვდა ქართველ გენერალს და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. ვასილ კარგარეთელმა რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს პირადად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. „გურჯი ხანი“ – კარგარეთელის მიერ სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები. გენერალი კარგარეთელი თეირანის საპატიო მოქალაქე გახდა. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვასილ კარგარეთელს მიღებული ჰქონდა ჯილდოები, მათ შორის: წმინდა ანას ორდენის მე-III (1913) ხარისხი, წმ.სტანისლავის ორდენის მე-III (1907) ხარისხი, „თამარ მეფის ორდენის მე-III ხარისხის (1925) და სხვ. ვასილ კარგარეთელი გარდაიცვალა 1946 წელს. დაკრძალულია რუსულ სასაფლაოზე ქალაქ თეირანში.

Василий Дмитриевич Каргалетели (29 июля 1880 — 1946) — российский, грузинский, азербайджанский и советский военачальник; генерал-майор.

Участник Первой мировой войны. Был начальником Генерального штаба (временно) армии Азербайджанской Демократической Республики и начальником Главного штаба Персидской Красной армии.

Василий Каргалетели родился 29 июля 1880 года. Общее образование получил в 1-й Тифлисской классической гимназии.

В службу вступил юнкером рядового звания в Московское военное училище 2 сентября 1899 года. Выпущен 13 августа 1901 года подпоручиком гвардии в Л-гв. С.-Петербургский полк.

С 11 июля 1902 года по 17 апреля 1903 года в запасе гвардейской пехоты. 17 апреля 1903 года переименован в подпоручики армии со старшинством с 15 мая 1901 года и направлен в 259-й пехотный Горийский полкПоручик с 1905 года. В 1908 году произведён в штабс-капитаны.

В 1913 году Василий Дмитриевич Каргалетели успешно окончил Императорскую Николаевскую военную академию по 1-му разряду. По выпуску из академии, приказом по Генеральному штабу для прохождения цензового командования ротой, прикомандирован на 1,5 года к 2-му Кавказскому стрелковому полку[1].

Участник первой мировой войны. С 24 декабря 1914 года — капитан. Со 2 февраля 1915 года старший адъютант штаба 1-й Кавказской казачьей дивизии. C 27 августа 1916 года подполковник помощник начальника отделения Управления генерал-квартирмейстера штаба Главнокомандующего армиями Северного фронта. С 18 июня 1917 года старший адъютант штаба Кавказского военного округа.

С 17 февраля[2] по 15 июля 1919 года полковниквоенный атташе дипломатической миссии Грузии в Азербайджане.


https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%B3%D0%B0%D0%BB%D0%B5%D1%82%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%92%D0%B0%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B8%D0%B9_%D0%94%D0%BC%D0%B8%D1%82%D1%80%D0%B8%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87


http://www.caucasianhistory.info/2020/01/1918-1920.html


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0