სულ ვიზიტორი : 589856554
განთავსებული სტატია : 8646

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.9 არჩილ II 1664 -1675 წწ.  გადმოიტანა სატახტო ქალაქი თელავში. კახეთის მეფე

1647-1713 წწ. გარდ. 66 წლის

1478       ბეჭდვა

5.9 არჩილ II 1664 -1675 წწ. გადმოიტანა სატახტო ქალაქი თელავში. კახეთის მეფე


არჩილ II, შაჰნაზარ ხანი (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე,

ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).


ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდანთელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილ II-მ 1675 წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე ალექსანდრე ბატონიშვილი. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.


არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 04.10.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 04.10.2021


რედაქტირება ფოტო ვალენტინა დეკანოზიშვილი 11.10.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 29.11.2021





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


კონდამიანი (კოზმა და დამიანე) VI-VII საუკუნე სოფ. კისიხევი, თელავი, კახეთი

32 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

2 0