სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11399

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
წიქარიშვილი ანა (ქეთევანი) ლევანის ასული მონაზონი 1941-2025წწ ვარდგინეთი ბორჯომი, ანა წინსწარმეტყველის დედათა მონასტერი, წინაძღვარი, ბორჯომისა და ბაკურიანის  ეპარქია. დაკრძ. იქვე წიქარიშვილი ანა (ქეთევანი) ლევანის ასული მონაზონი 1941-2025წწ ვარდგინეთი ბორჯომი, ანა წინსწარმეტყველის დედათა მონასტერი, წინაძღვარი, ბორჯომისა და ბაკურიანის  ეპარქია. დაკრძ. იქვე
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წიქარიშვილი სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

312       ბეჭდვა

წიქარიშვილი ანა (ქეთევანი) ლევანის ასული მონაზონი 1941-2025წწ ვარდგინეთი ბორჯომი, ანა წინსწარმეტყველის დედათა მონასტერი, წინაძღვარი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. დაკრძ. იქვე

ქეთევან ლევანის ასული წიქარიშვილი, დაიბადა 1941 წელის 23 მარტს ქალაქ ლაგოდეხში. მშობლები ნინა და ლევანი წიქარიშვილები. იყვნენ სამი და ძმანი.


საშუალო სკოლა ლაგოდეხში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის კულტურის საგანმათლებლო სასწავლებელში გააგრძელა და საგუნდო სადირიჟორო სპეციალობით დაამთავრა.

შემდეგ სწავლა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ანზორ ერქომაიშვილის, ბადრი თოიძის, ომარ კელაპტრიშვილის, თამაზ ანდღულაძის, გენო მუჯირის მეგობრობით.

1972 წელს დაოჯახდა. მეუღლე სოლიკო ხასიევი: ჰყავდა ერთი შვილი დავით წიქარიშვილი და ათი შვილიშვილი 5 ბიჭი და 5 გოგონა- ილია, იოანე, ლავრენტი, თამარი, ნინო, ანა, გიორგი, მარიამი, შიო და ნატალია. 

1995 წლის 9 აგვისტოს სამორჩილე ქეთევანი გახდა.

1995 წლის აგვისტოს დასაწყისში სამორჩილე ქეთევანი, ოჯახის სულიერმა მამა შიომ საპატრიარქოში დაიბარა და ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა) გააცნო, რომელსაც ბორჯომ ახალციხის ეპარქიის რეზიდენციაში დედაო ჭირდებოდა. თუმცა იმ დედაოს წაიყვანადა რომელსაც უწმიდესი და უნეტარსი ილია II კურთხევას მისცემდა.

საპატრიარქოში, ქეთევანის ერთი ღამის გათენების შემდეგ, მეორე დღეს ეზოში გამოსულ ეპისკოპოსს სერაფიმეს თნხმობას ეუბნება უწმიდესი და სამორჩილეს კურთხევას აძლევს რეზიდენციაში წასასვლელად.

მამა შიომ პატრიარქს მორჩილი ქეთევანი გააცნო. 

მეუფეს რეზიდენციაში გამოჰყვა და დაიწყო მორჩილება. ორწელიწად ნახევარი მეუფის მორჩილი იყო.

დედა ანა: მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა) უპირველესად, მოყვასის სიყვარული, მორჩილება, გალობა და შვილის მონატრების დათმენა მასწავლა.

1997 წლის დეკემბერში, პატრიარქი მშენებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძრის დასათვალიერებლად ბორჯომს ესტუმრა, რომელსაც თან ჩამოჰყვა მამა შიო, თავის მორჩილ დავითთან ერთად, დედა ანას ერთადერთ შვილთან.

მამა შიომ პატრიარქს მორჩილი ქეთევანი გააცნო. 

პატრიარქმა ნასიამოვნებმა იმით დავითის დედა ღვთიმსახური იყო როგორც მონაზონი ისე დალოცა და მეორედ თქვა "ღმერთმა დაგლოცოს მონაზონო".

მეუფე სერაფიმემ პატრიარქს უთხრა, რომ ქეთევანი იყო მისი მორჩილი. პატრიარქი მეორედ სახავს ჯვარს და მეორედ ამბობს: ღმერთმა დაგლოცოს მონაზონო.

დედა ანა 1999 წელის ივლისში მეუფემ ახალქალაქის რეზიდენციაში გააგზავნა.

რეზიდენციის შენობა ურემონტო და ნახევრად უმოქმედო იყო. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. პირველ სართულზე ჩაკეტილი ორი ოთახი სადაც ერთშისპეციალურად წყალი იყო მიშვებული, მეორეში კი დასველებული დაობებული ლოგინი და საბავშვო ბაღის ჩამოწერილი ავეჯი.

სასმელი წყალი მეზობლებიდან მოგვქონდა.

ეზოში დაყრილ ნაგვის გროვას სამი დღის განმავლობაში დაქივარებულ მანქანას ვაზიდინებდით.

ერთ გროვაზე შემეპარა ეჭვი, ხელოვნურად ხომ არ იყო დაფარული წყლის ვენტილი ნაგავში. მოვუშვით ვენტილი, წყალი მეორე სართულზეც ავიდა.

მეუფის კურთხევით შემოწირული ფულით დავიწყე რემონტის გაკეთება. რაც მოსახლეობას და ადგილობრივ მთავრობას არ სიამოვნებდათ. ცდილობდნენ იძულებით დაეშალათ მონასტერი. სამი თვე გარეთ ვერ გამოვდიოდი შიშით. ღამე რკინის კარებზე წიხლების ბრახუნით მაღვიძებდნენ.

ამ გაჭირვების დროს სტეფანე გაბრიელიძის დეიდაშვილი მპატრონობდა. სამი თვის განმავლობაში საჭმელს ის მიზიდავდა.

პატრიარქისგან და მეუფისგან კურთხევა გვქონდა, რომ ლიტანიობით შემოგვევლო მონასტრისათვის.

ძალიან ხშირად სინათლე არ გვქონდა. ფანჯარაში გახედვისას ან ხატებით მდგომარე დაგვინახავდნენ გალავანზე შემომჯდარი ბავშვები ქვებს გვესროდნენ.

ჩვენ დედები კი კამფეტებს ვესროდით, კამფეტებსაც კი უკან გვესროდნენ. ცხადი იყო უფროსების წაქეზებით იქცეოდნენ ასე და არა ბავშვური თამაშით.

ამდენი უარყოფითი ემოციებით ცუდად ვიყავი. ექიმმა აქ ჟანგბადი ნაკლებია და კარგად მალე გახდებიო.

მეუფემ არსად არ წახვალ, ეს ყველაფერი ბრძოლაა, ღმერთი გაგაძლებინებს და გადაგატანინებსო.

მეუფის შეგონებით იმედი მომეცა და გამოვკეთდი.

ერთხელ როდესაც გალავანზე შემომჯდარი ბავშვები  ქვებს გვესროდნენ, გავედი ეზოდან. ვხედავ ოთხი ბიჭი დგას და ბავშვებს უყურებენ.

რატომ არ უშლით ქვებს რომ გვესვრიან? ვეკითხები მათ.

თქვენ რა ცემას გვასწავლით? მპასუხობდნე ისინი.

რომ არ უშლით ცოდვაში დგეხართ. თქვენ დაუშალეთ და თუ არ შეასრულებენ, ღვთის წინაშე მართლები იქნებით.

მე როგორც მონასტრის წინამძღოლი, ყოველდღე პარაკლისს ვკითხულობდი. ამ ბიჭებმა მთხოვეს თქვენს ლოცვას დავესწრებიო, სავედრებელ ლოცვაში ყველა სახელებით მოვიხსენიე. მივეცი სანთელი და ვუთხარი: მე თქვენს ოჯახებზე ვილოცე, ეს სანთელი წაიღეთ და თქვენმა დედებმაც ილოცონ.

მეორე დღეს. ჭიშკრიდან მესმის, მატუშკა ანა და შემოვიდა ხნიერი ქალი.

თქვენ ხართ მატუშკა ანა? ვუპასუხე დიახ. ეს ქალი მეხვევა და მეხვევა.

გუშინ შენ, ჩემს ოჯახზე რომ ილოცე და სანთელი გამოატანე, ჩემი მეორე შვილი ერთი კვირა ტეკზე (ავტო საგუშაგო) დაკავებული იყო, არც ფულით გაუშვეს. წუხელ მოვიდა მადლობა ლოცვისთვის.

ამის შემდეგ, ქუჩაში გასასვლელად გზა გამეხსნა. გავიდა ხმა რომ დედა ანას ლოცვით, ბევრი სიკეთე მოგვდისო. 

2001 წელის ზაფხულში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა მონასტრის გახსნაზე, მეუფე დახვდა აეროპორტში და მეც წამიყვანა.

მე სხვებთან ერთად ვიდექი ტერიტორიაზე, სადაც უნდა შეხვედროდნენ მას. 

ედუარდი ყველას ესალმებოდა ირგვლივ მდგომებს, ჩემს დანახვაზე პირდაპირ გამოემართა ჩემსკენ, მხარზე ამბორით. იმ დღიდან ქალაქში ჩემს გასვლას მამაკაცები ქუდის მოხდით მხვდებოდნენ, ხოლო ქალები ხელზე ამბორით.

ღვთის შეწევნით გარემონტდა მთელი შენობა. მე კი ისევ ბორჯომში დამაბრუნა მეუფემ. 

მეუფე სერაფიმეს სურვილი ჰქონდა მონასტერში მ,ეცხოვრა. შვიდი წელი მეუფის რეზიდენციაში ვიცხოვრე.

2012 წელს მეუფემ ნახაზი შეადგინა და მითხრა: ვარდგინეთში მონასტერს ააშენებ. მხოლოს ფულს და მასალას არავის სთხოვ, შენ მხოლოდ ილოცე.

ამ სოფელში მიტოვებულ ბინაში დამასახლა მეუფემ, სადაც არც გაზი არც სველი წერტილები არ იყო.

მონასტრის მშენებლობა 2012 წლის ივლისის ბოლოს დავიწყეთ.

სტეფანე გაბრიელიძე, რომელიც ახალქალაქშიც მეხმარებოდა, თვითონ მოვიდა და მითხრა. ჩემს ოჯახზე ილოცე, პრობლემები მაქვს, მე კი საძირკველს გაგიკეთებო.

რადგან სხვამ არავინ გააგრძელა მშენებლობა, კედლებიც თვითონ ამოიყვანა და ეს სამუშაო თვითონ დაამთავრა.

ოქტომბრის თვეში მონასტერი გადახურა რველელმა (ყვიბისის თემი, ბორჯომი) გიორგი თაქთაქიშვილმა, რომელმაც გარდაცვლილი მამისთვის წყალობა გააკეთა.

ზამთარი რომ მოვიდა შენობა გადახურული გვქონდა. ამჟამად ზაფხულში განვაახლეთ მონასტრის მოწყობა. 

ვინც მოვიდოდა და ნახულობდა არაფერს ვთხოვდით, ყველა თვითონ გვეხმარებოდა რისი საშუალებაც და სურვილიც ჰქონდათ. 

ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ თავისი პირადი სახსრებით ეკლესიას და მონასტერს გალავანი გაუკეთა. ასევე დიდი დახმარება გაგვიწია გიორგი ჩაჩანიძის ოჯახმაც.

ვიოლეტა ბალახაშვილი


მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის კურტანიძე ალექსანდრე (ალექსი) დ. 1979წ. მართლ. მღვდელი 2013 წლიდან დაბ. სოფ. ყვიბისი ბორჯომი ფოტო 





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.04.2025
ბოლო რედაქტირება 09.04.2025
სულ რედაქტირებულია 12





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0